| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი. სიახლე ვრცელდება განათლების სექტორზეც. კერძოდ, ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, საჯარო მოსამსახურე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს - ხელმძღვანელის თანხმობას ერთწლიანი ვადა აქვს. თანხმობის გაცემაზე გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში მიიღება და მისი გასაჩივრება კანონის მოქმედებას არ აჩერებს“, - განმარტებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს: „იმისთვის რომ მასწავლებელმა შეძლოს ორ სკოლაში მუშაობა, მან უნდა წარადგინოს დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა - შაბლონები იხილეთ ბმულზე
შესაძლოა, მეორე სამსახურის უფროსმა, ამ შემთხვევაში დირექტორმა, სულაც არ მოითხოვოს ეს ცნობა, თუმცა პედაგოგმა ის უნდა შეინახოს. დოკუმენტს ერთწლიანი ვადა აქვს, რომლის გასვლის შემდეგაც, პედაგოგმა ახალი თანხმობა უნდა აიღოს და ასე ყოველ წელიწადში ერთხელ“.
განათლების სამინისტროში ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ახალი რეგულაციით, მასწავლებლებს ორ სკოლაში დასაქმება არ ეკრძალებათ“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას