სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გეომეტრიული ფიგურების შესახებ ცოდნის განმტკიცება დ. უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით“- ქუთაისის N12 სკოლის პედაგოგ ნათია მამასახლისის სტატია
08-05-2023
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათია მამასახლისი მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. 

ის სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და აქტივობებს იყენებს. მოსწავლეები კი მისი ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად, ნათია მამასახლისმა სტატია - „გეომეტრიული ფიგურების შესახებ ცოდნის განმტკიცება, დ. უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით“, მოამზადა.

ის ნაშრომის საშუალებით ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს უზიარებს. 

ჩვენ მის სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

 გეომეტრიული ფიგურების შესახებ ცოდნის განმტკიცება

 დ. უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით

მოცემული სტატია ეხება გეომეტრიული ფიგურების სწავლებას დ. უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით.

უზნაძის მიხედვით, განწყობა წარმოადგენს ადამიანის მთლიანპიროვნულ მზაობას გარკვეული ქცევისადმი: „სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქცევას მიმართავდეს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა განწყობის სახით მოცემული“.

თუ ადამიანს შემეცნებითი მოთხოვნილება აქვს, ის სათანადო სიტუაციას ეძებს მის დასაკმაყოფილებლად. აქედან გამომდინარე, სიტუაცია, გარემო წარმოადგენს ობიექტურ, აუცილებელ ფაქტორს ქცევის განხორციელებისათვის. მოთხოვნილებისა და სიტუაციის თანხვედრის შედეგად ადამიანს უჩნდება განწყობა. განწყობავე განსაზღვრავს ადამიანის გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას ახალი ინფორმაციისადმი, წინასწარ ამზადებს ადამიანს გარკვეული ქცევისადმი.

რაც შეეხება ბავშვის ქცევას, უზნაძე სწორედ თამაშს მიიჩნევს ბავშვის ქცევის სპეციფიკურ ფორმად. თამაში დამახასიათებელია არა მხოლოდ ადრეული ბავშვობის ან სკოლამდელი ასაკისათვის, არამედ სასკოლო და მოზრდილი ასაკისათვისაც.

თამაშს, როგორც ქცევას, საფუძვლად უდევს ფუნქციის სიამოვნება, ანუ თამაშის ძირითადი მოტივი ბავშვისათვის თვით აქტივობისაგან სიამოვნების მიღებაა. ამიტომ, როდესაც ბავშვი შედის სკოლაში და იწყებს სწავლას, მისი ინტელექტუალური ფუნქციების ასამოქმედებლად უფრო ეფექტურია თამაშის გამოყენება ანუ სწავლის წარმართვა თამაშით.

მოსწავლეებს მათემატიკური საკითხებიდან გეომეტრიული ნაწილი განსაკუთრებით უჭირთ,რადგან გეომეტრიას სჭირდება წარმოსახვა.ამ საკითხის სწავლებისას ხშირად იჩენს ხოლმე თავს პრობლემები: ფიგურების დასახელებებისა თუ დახასიათების დროს უშვებენ შეცდომებს.საჭიროდ მივიჩნიე მომეფიქრებინა რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობდა დამახსოვრების ეფექტის გაზრდას და, ამასთანავე, სახალისო აქტივობას შევთავაზებდი ბავშვებს.

იმისათვის, რომ მოსწავლეებს თვით აქტივობისაგან მიეღოთ სიამოვნება, შევქმენი სასწავლო თვალსაჩინო რესურსი. რესურსის შექმნაში დამეხმარა თამაში: ,,კლასობანა“.

რესურსის შექმნის მიზანი იყო შემდეგი: მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობის, დახარისხებისა და კონსტრუირების უნარი. განუვითარდეთ დაკვირვების, დაკავშირების, ამოცნობისა და დემონსტრირების უნარი. 

თვალსაჩინო რესურსში გამოვიყენე ფერადი ფურცლები, რომლებსაც დავაწერე რიცხვები ერთიდან ათის ჩათვლით,მივეცი,,კლასობანას“ ფორმა, დავაფინე იატაკზე.

გამოძახებულმა მოსწავლემ აღწერა რა ყუთიდან ამოღებული გეომეტრიული ფიგურა_ სამკუთხედი, დაასახელა ამ ფიგურის წვეროთა და გვერდების რაოდენობა, „კლასობანას“ თამაშის პრინციპით, ხტუნვა-ხტუნვით მივიდა  სამკუთხედის წვეროთა და გვერდთა რაოდენობის შესაბამის ციფრზე ( 3-ზე ) და ამავე ციფრზე მოათავსა აღნიშნული გეომეტრიული ფიგურა.  

ასევე მოხდა ოთხკუთხედის, ხუთკუთხედისა და შედარებით რთული მრავალკუთხედების განთავსებაც. რადგან ეს აქტივობა გაჯერებული იყო თამაშის ელემენტებით,ამ თვალსაჩინო მასალის გამოყენებამ სახალისო და მიმზიდველი გახადა გეომეტრიული ფიგურების შესახებ ცოდნის განმტკიცება ბავშვებისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ მიზანს - მოსწავლეებს გაეუმჯობესებინათ გეომეტრიული  ფიგურების  ამოცნობის, დახარისხებისა  და კონსტრუირების  უნარი, ამ რესურსის გამოყენებით მივაღწიე.

ასე რომ, თამაშმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პრაქტიკაში: გეომეტრიულ ფიგურებზე თამაშმა  წინარე ცოდნის გახსენება გახდა სახალისო და ეფექტური. თამაშითვე მოვახდინე ცოდნის შემოწმება და განმტკიცება და მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში.


                                 
                       ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათია მამასახლისი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება