სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ლიტერატურულ მარათონში
08-05-2023
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლა როგორც ყოველთვის გამოირჩევა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით. მოსწავლეები იღებენ, როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლებლის პროექტებში. 

27 აპრილს ჩვენი სკოლის მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ზურაბ გორგილაძის საიუბილეოდ გამართულ ლიტერატურულ მარათონში თემაზე - „მე ვწერ თავისუფალ თემას“. ლიტერატურული მარათონი ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

მარათონის მონაწილე მოსწავლეები 3 მაისს მიწვეული იყვნენ ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში, სადაც საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები და მონაწილე ყველა მოსწავლეს: ლიზა სურმანიძეს, ნინი პაქსაძეს, ნინი სურმანიძეს, ლანა ჯაყელიძეს, ლიზი შაინიძეს, ანა ტაკიძეს, ანანო სურმანიძეს, მირანდა დავითაძეს, ნინი ქამადაძეს, თიკა ვაშაყმაძეს, ნინი ქავთარაძეს, მარიამ პაქსაძეს, ხატია ჯაიანს დიპლომებთან ერთად გადაეცათ ავტორის ლექსების კრებული.

გამოვლინდა ჟიურის რჩეული ათი საუკეთესო ნამუშევარი, წარმატებულ ავტორთა შორის კი დასახელდა ჯიხანჯურის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე - ლიზი შაინიძე, ლიკა ქარცივაძე და ნინი სამხარაძე.

მერვე კლასის მოსწავლე ანრი მიქელაძემ ღონისძიების მონაწილეებს წაუკითხა ზურაბ გორგილაძის ლექსი - „ჰოიდა ნანა“.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერენ და მათი მოტივაციისა და წახალისებისთვის ყველაფერს აკეთებენ. 

„ვულოცავთ ბავშვებს ამ წარმატებას და სამომავლოდ გრანტის მოპოვებას ვუსურვებთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებითა და მათი წარმატებებით. ღონისძიებაში სკოლის სამივე ფილოლოგი იყო ჩართული: მანანა შაინიძე, მანანა მუშამბაძე და ნაზი ტაკიძე. მადლობა მათ, რომ მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ერთვებიან სასკოლო, თუ სკოლისგარეშე ღონისძიებებში. მადლობა სკოლის დირექტორს ბატონ მიხეილ ხალვაშს, რომ ხელს უწყობს პედაგოგებს წარმატებების მიღწევაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

კლუბის მიზანია მოსწავლეებში რობოტიკის, პროგრამირების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესის გაღვივება და პრაქტიკული უნარების განვითარება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება