| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევს.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში იმერეთის რეგიონში გამარჯვებული და დაფინანსებული შვიდი პროექტიდან, ერთ-ერთი სწორედ ქუთაისის N7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მე და სამართლიანი სამყაროს“ პროექტი - „ქალებისა და გოგონების გაძლიერება თანასწორობისთვისაა.“
პროექტის მიზანი სხვადასხვა სახის აქტივობების საშუალებით, მათ შორის ტრენინგების, ფილმის ჩვენებების, კონფერენციის, სოციალური მედიის კონტენტის შექნის, გავრცელების და თემატურ გაერთიანებებთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან დისკუსიების გზით, საზოგადოებაში ქალთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებაა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკითხის შესახებ ცნობიერების დონის დასადგენად, განმახორციელებელმა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა. გამოიკითხა 150 მოქალაქე. განხორციელდა საინტერესო აქტივობები, შედგა თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენელ თამთა ჩეჩელაშვილთან, საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე - დარინე სალდაძესთან, გერმანისტ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დემარტამენტის პროფესორ, „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ ქალთა კლუბის „ქუთაისი-კოლხა“დამფუძნებელ პრეზიდენტთან, „საბა 2022“ ლაურიატთან, 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორთან - ნუგეშა გაგნიძესთან.
როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების, გენდერული საკითხების, სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და მისი მუშაობის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. გარდა ამისა, გამოცდილება ფილმის განხილვასა და დისკუსიის წარმართვაში დააგროვეს.
სამოქალაქო კლუბის მეურვის, ზაირა ტყაბლაძის წარდგენილმა პროექტმა 450 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებში საკონფერენციო მაგიდა, სკამები და საკანცელარიო ნივთები შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კლუბი „მე და სამართლიანი სამყარო“ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს.
სკოლა წარმატებით ჩაერთო სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რომლის რეგიონული პარტნიორი ორგანიზაცია სამეცნიერო ინტელექტულაური კლუბი „თაობათა დიალოგია“.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა