სიახლეები
სკოლები

„ამ ცას უშენოდ გახელილი თვალები სტკივა...“ - ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლე ელისაბედ ხურციძემ შთამბეჭდავი ნამუშევრით კონკურსში გაიმარჯვა
03-05-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე - ელისაბედ ხურციძე, რომელმაც სასკოლო კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, ფარგლებში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. 

გამარჯვებულის ნახატი შემდეგი სახელწოდებისაა - „ამ ცას უშენოდ გახელილი თვალები სტკივა...“

გიზიარებთ ასევე მოსწავლის ჩანახატს:

„ამ ცას უშენოდ გახელილი თვალები სტკივა...

მე პატარა ვარ, 12 წლისა. ვცხოვრობ წყალტუბოში, სანატორიუმის გვერდით. სახლისკენ მიმავალი ვინტერესდებოდი იქ ჩასახლებული ადამიანების ბედით. დედა მიხსნიდა, რომ ეს შავკაბიანი დეიდები ომს გამოექცნენ აფხაზეთიდან და აქ შეაფარეს თავი. სიღრმისეულად მაინც ვერ ვიგებდი დედის სიტყვებს. იმას კი აშკარად ვატყობდი, რომ ბავშვებსაც კი რაღაცნაირი სევდა რომ ჰქონდათ ჩაგუბებული თვალებში.

რომ წამოვიზარდე, ოჯახში ჩემი ყურადღება მიიქცია ლამაზმა ჩოხამ, რომელსაც სათუთად ინახავდნენ კარადაში. ჩემი ძმა ქორეოგრაფიულ წრეში დადიოდა და აფხაზურს ცეკვავდა.მან ამიხსნა, რომ ეს აფხაზი კაცის ეროვნული სამოსი იყო. მომწონდა ეს ლამაზი ჩოხა და მალულად შემოვისხამდი ტანზე. აქ მეორედ გადაიკვეთა ჩემი გზა აფხაზეთთან. ინტერესი გამიჩნდა საქართველოს ამ ძირძველი კუთხის მიმართ.

ახლა მე-7 კლასში ვარ. ქართულ ლიტერატურაში რამდენიმე საინტერესო ტექსტი ისწავლება აფხაზურ თემასთან დაკავშირებით: გურამ ოდიშარიას „დევნილთა უღელტეხილი“, გიორგი შარვაშიძის - „ვარადა“, თეა ლომიძის - „წერილი ბოთლში“. ჩემმა ქართულის მასწავლებელმა ქალბატონმა ლალი ტუკვაძემ უამრავი საინტერესო ამბავი გვიამბო აფხაზურ-ქართული ურთიერთობის შესახებ, გვაჩვენა დოკუმენტური ფილმები აფხაზეთზე, გვიამბო, როგორ ძმურად ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე ქართველები და აფხაზები, შემდეგ როგორ ჩამოაგდეს შუღლი ძმებს შორის და როგორ გადაამტერეს ერთმანეთს ორი მეგობარი ერი. უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა აფხაზი ხალხის, მისი ტრადიციებისა და კულტურის მიმართ.

ეს ფაქტები გახდა ჩემი ინსპირაციის მიზეზი. როცა ჩავები სასკოლო კვირეულში „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი.“ დავხატე აფხაზი ქალი და მამაკაცი ტრადიციულ სამოსში. შევყურებ ნახატს და ფიქრებით გადავდივარ ჩემთვის უცნობ, მაგრამ მაინც იდუმალებით მოცულ საყვარელ აფხაზეთში. ეს ემოციები მეხმარება, რათა ვესაუბრო ენგურს იქეთ დარჩენილ ჩვენს თანამოძმეებს, ვუთხრა მათ, რომ

ვეღარ სიხარულობს ჩვენი სიხარული, ჩვენო აფხაზებო. ღიმილიც სევდის საზღვარზე გადის. ფიქრით შენთან ვარ, აფხაზეთო, უსაქართველოდ დარჩენილი მკერდმოჭრილ ამორძალს რომ შეგადარა პოეტმა.

დიახ, მე პატარა ვარ, მაგრამ დიდ ტკივილს განვიცდი, როცა შევყურებ დოკუმენტურ კადრებს, როგორ მოაბიჯებენ სვანეთისაკან ჭუბერის უღელტეხილით სოხუმიდან სიკვდილს გამოქცეული ქალები, მოხუცები, ბავშვები. როგორ ფეხდაფეხ მოსდევთ მათ სიკვდილი.

თურმე, ძალიან ლამაზი ყოფილხარ, ჩემო სოხუმო, გალო, ოჩამჩირევ...

თურმე, როგორი გულღია, სტუმართმოყვარე, დარბაისელი ყოფილხარ, აფხაზო კაცო, როგორ ალალად იღებდი სტუმარს და, პურთან ერთად, გულის სითბოს უწილადებდი.

თურმე, შენი ზღვა ყველაზე ლურჯი და უძირო, ხოლო ცა უსაშველოდ ლაჟვარდოვანი ყოფილა.

თურმე, სიდარბაისლე და მოზომილი სიტყვა-პასუხი გამოგარჩევდა კავკასიელთა შორის...

თურმე, ქართველისა და აფხაზის სიყვარულს ერთი ჭერი ეხურა თავზე და ერთმანეთით ძლიერობდნენ...

თურმე...

თურმე...

ვინ აამღვრია წყალი ძმებს შორის?

ვინ გამოუთხარა საძირკველი საუკუნეობით ნაშენებ ძმობის სიმტკიცეს?

ვინ გადაგვიკეტა ერთმანეთის გულებისაკენ სავალი გზა?

-„დიდმა ძმამ“...

სიყვარულში მესამე ყოველთვის ზედმეტია.

შევყურებ ჩემს ნახატს და გულში ვბუტბუტებ: ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს არა ბრძოლით, არამედ სიყვარულით, ურთიერთპატიებით, წრფელი მონანიებით და ჩახუტებით! ამის თქმის უფლებას მაძლევს თქვენს თვალებში ჩაგუბებული მოლოდინი, ჩვენკენ მომართული მზერა.

განა დედის გული მოისვენებს, სანამ შვილი მისგან არის მოშორებული? - არა და ვერა!

აფხაზეთო, დედასაქართველო გელოდება, რათა ჩაგიკრას გულში და დაგიამოს ტკივილები. ეს საჭიროა ჩვენთვის-ყველასთვის.

ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ!

ჩვენ ამას შევძლებთ!

რაც სიძულვილმა გააცამტვერა, მას სიყვარული აღადგენს ისევ.

რაც ვერ გითხარი, ვიმახსოვრებ, კარს ვტოვებ ღიად, რომ მიგიღო და მოგესალბუნო.

მჯერა, ხვალ მზიანი დღე გათენდება ჩვენთვის-ყველასთვის! სხვაგვარად ფიქრი არც შეიძლება, რადგანაც ამ ცას უშენოდ გახელილი თვალები სტკივა“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებლის გამოცდები 8 ივლისს იწყება -  დეტალური განრიგი

7 ივლისს აბიტურიენტებისთვის ტესტი ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებში ჩატარდება

განისაზღვრა ავტორიზაციის თავმჯდომარის, წევრის, საგნობრივი ექსპერტებისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების დღიური ანაზღაურება

 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება