სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სადამსჯელო მიდგომები ჰქონდათ სკოლის მასწავლებლებს, აღმზრდელებს, ზედამხედველებს“ - იურისტი ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციართა საქმეებზე საუბრობს
25-04-2023
-
+


ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების სახელით, „საფარმასტრასბრუსგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა; etaloni.ge-სთან, ორგანიზაციის იურისტმა, ნათია გამხიტაშვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა და ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბენეფიციარების საქმეებზეც ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ „საფარი“ სტრასბურგის სასამართლოს ნინოწმინდის პანსიონის 5 ბენეფიციარის სახელით მიმართავს, რადგან საქმის გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიდის და არც ბენეფიციარებს ანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს:

„სადამსჯელო მიდგომები ჰქონდათ სკოლის მასწავლებლებს, აღმზრდელებს ზედამხედველებს“ - იურისტი ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციართა საქმეებზე საუბრობს

ნათია გამხიტაშვილი: მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე გამოძიებაა დაწყებული ნინოწმინდის პანსიონში მომხდარ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით...

- როგორც ვიცით, ითხოვთ საქმეს მიენიჭოს 144-ე პრიმა და 144-ე ტერცია მუხლი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობას, ასევე წამებას გულისხმობს.

- ბავშვები საუბრობენ დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობზე და გარკვეულ ეპიზოდებში წამებაზეცაა საუბარი, გამოძიება კი მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებაში! აღნიშნული მუხლი ვერ ასახავს იმ დანაშაულების ხარისხს, რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი და ითვალისწინებს შედარებით მსუბუქ სასჯელს; გარდა ამისა, აქვს ხანდაზმულობის მცირე ვადა.

- გამოდის, დამნაშავეები შესაძლოა „საქმის ხანდაზმულობის გამო“, დაუსჯელები დარჩნენ?

- დიახ, კონკრეტული პირები რომც იდენტიფიცირდნენ, ვადა გასულია... ამიტომ ვითხოვთ ცვლილებას, მაგრამ გვპასუხობენ, რომ საქმეში არსებული მასალები არასაკმარისია; ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვითომ ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან... ერთ შემთხვევაში, დასკვნით, ერთ-ერთ ბენეფიციარს ტრავმა არ უფიქსირდება, არადა გვაქვს ალტერნატიული დასკვნა, რომელიც ბევრად სანდოა და რომლითაც დასტურდება, რომ ამ ბავშვის ტრავმა კავშირშია პანსიონში ცხოვრების პერიოდთან.

ამდენ ხანს ვუყურეთ - გამოძიება არაეფექტურია! პლუს, დიდია საპატრიარქოს როლი - არ უნდათ დაპირისპირება! არ იძვრის საქმეები და დავრწმუნდით, რომ ეროვნულ დონეზე აზრი არ აქვს ბრძოლას... ამიტომ წავედით სტრასბურგში.

- მიიღებენ თუ არა საქმეს წარმოებაში, ამის შესახებ როდის შევიტყობთ?

- წარმოების შესახებ გადაწყვეტილებას დიდი დრო სჭირდება და არც ისაა გამორიცხული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავიგოთ ეს საკითხიც. პროცედურულად, დროში გაწელილი პროცესია, თუმცა 99 პროცენტი დარწმუნებულები ვართ, რომ საქმეს აუცილებლად მიიღებს წარმოებაში სტრასბურგის სასამართლო.

- საკმაოდ მძიმეა ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბენეფიციარების ქეისები...

- ეს ბავშვები განიცდიდნენ სისტემატურ ძალადობას - დასჯის მეთოდები ყველასთვის ერთნაირად მძიმე იყო. ერთი სტილის აღმზრდელობითი სადამსჯელო მიდგომა ჰქონდათ აღმზრდელებსაც, ზედამხედველებსაც, სკოლის მასწავლებლებსაც - ვსაუბრობ როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობაზე!

ფიზიკური ძალადობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ბავშვებს სცემდნენ სხვადასხვა საგნით, ძილს უკრძალავდნენ, კონკრეტული საჭმლის ჭამას აიძულებდნენ და თუ უარს იტყოდნენ, უკრძალავდნენ საკვების მიღებას! ასევე აიძულებდნენ მეტანიების გაკეთებას, ზამთარში ფანჯრებს აღებდნენ, თვითონ საწოლში წვებოდნენ, ბავშვებს კი უნდა ეყარაულათ და საბანი თუ გადაეხდებოდათ, დაეფარებინათ;

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, მუდმივად ახსენებდნენ, რომ მშობლებმა დატოვეს, ხოლო თუ ვინმეს ჭარბი წონა ან შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, შესაბამისი ზედსართავებით მიმართავდნენ...

ქეისები მძიმეა! ამიტომ ვითხოვთ, ამ ბავშვებს მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება