სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არის აუცილებელი გაკვეთილზე მასწავლებლის საკლასო ოთახში სიარული?
22-04-2023
-
+


მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და პროგრესის შესაფასებლად კარგი საშუალებაა მათზე დაკვირვება.

გაკვეთილის პერიოდში პედაგოგს საშუალება აქვს, დააკვირდეს თითოეული მოსწავლის აქტივობებში ჩართულობისადმი მოტივაციას, საკლასო დავალებების შესრულების პროცესს, მათ შემოქმედებითობას. ამისთვის კი საჭიროა, მასწავლებელი საკლასო ოთახში გადაადგილდებოდეს და ყურადღებას აქცევდეს თითოეული ბავშვის ქმედებას.

თუ გსურთ, რომ მალე და მარტივად დაადგინოთ თქვენი მოსწავლეების საჭიროებები, მათ ყოველდღიურად უნდა დააკვირდეთ და ასახოთ თითოეულის პროგრესი. როდესაც მოსწავლეებს დამოუკიდებლად ან ჯგუფურად შესასრულებელ დავალებას მისცემთ, ეცადეთ, იაროთ კლასში და დააკვირდეთ მათ, მნიშვნელოვანი დეტალები კი აუცილებლად ჩაინიშნეთ.

სასურველია, ყოველდღიურად იყენებდეთ ჩანაწერების დღიურს, სადაც მოსწავლეების შესახებ მოკლე კომენტარებს ჩაინიშნავთ. კომენტარები უნდა ასახავდეს, თუ რომელი მოსწავლეა უფრო მეტად ან ნაკლებად ჩართული მუშაობაში, ვის უჭირს ან უმარტივდება დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა, ვინ პასიურობს, ვინ არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში და ა.შ.

დაკვირვების შედეგები დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ მოს­წავლეების შესაძლებლობების, სოციალური უნარების, ინტერესების, პიროვნული თვისებების, პროგრესისა თუ აკადემიური დაღმასვლის შესახებ.

დაკვირვება მოსწავლეების კარგად გაცნობის ძალიან ეფექტური საშუალებაა. დაკვირვების შემდეგ მასწავლებელს შეუძლია, დროულად დაეხმაროს მოსწავლეებს სირთულეების გადალახვაში, გასცეს ეფექტური უკუკავშირი და აუმაღლოს მოტივაცია თითოეულ მათგანს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება