სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ შევცვალოთ საგანმანათლებლო პროგრამები? - ინსტრუქცია აბიტურიენტებისათვის
24-04-2023
-
+


საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე გექნებათ. კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.
 
პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში ეწვიეთ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს.
 
თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა,  წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც  გინდათ მისი ჩასმა.  ჩაწერეთ  კოდი და მიეცით ბრძანება-დამატება.
 
აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება.
 
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ის პროგრამა, რომელიც თქვენს რეიტინგულ სიაშია მითითებული, მოცემულია აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე: კონკურსი პროგრამებზე.
 
პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ: 
 
  • აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
  • გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  • მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
  • თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება