სიახლეები
სიახლეები, სკოლები

თბილისის N94 საჯარო სკოლაში, წარმატებული კურსდამთავრებულების ინიციატივით, მედია კლუბი - „თანამგზავრი“ ფუნქციონირებს
12-04-2023
-
+


„ჩემი მიზანი მშობლიური სკოლის წარმოჩენა იყო, რადგან მიყვარს და ვაფასებ იმას, რასაც მასწავლებლები აკეთებენ. მინდოდა, ეს ყველაფერი ბევრად უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო“, - ამბობს ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული, მე-2 კურსის სტუდენტი ნათია ქველაძე.

მისი და კიდევ ერთი კურსდამთავრებულის - სალომე თუთბერიძის ინიციატივით, სკოლაში მედია კლუბი - „თანამგზავრი“ დაფუძნდა, რომელიც ახლა 30 მოსწავლეს აერთიანებს. მათ არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გააშუქეს, საკუთარი გადაცემა გააკეთეს და სხვადასხვა რუბრიკა აამოქმედეს. მოსწავლეები ყოფილ დირექტორსა და მასწავლებლებსაც კი ესტუმრნენ, მათთან ინტერვიუ ჩაწერეს და სკოლის განვითარების გზა საინტერესო ვიდეოების საშუალებით გადმოსცეს.

თავად ნათია ქველაძეს მედია კლუბის დაფუძნების იდეა სკოლაში სწავლის პერიოდშიც ჰქონდა, თუმცა სერიოზულად მაშინ დაფიქრდა, როდესაც ლექტორების პატარა ვიდეო ნახა, სადაც ისინი საკუთარ თავზე საუბრობდნენ. გადაწყვიტა, სკოლის დირექტორთან - ნინო გახარიასთან მისულიყო, აზრი გაეზიარებინა და კონსულტაცია გაევლო.

„სკოლაში სწავლის პერიოდშიც გვქონდა სურვილი, რომ მედია კლუბი გაგვეკეთებინა, მაგრამ ასეთ მასშტაბებზე არასდროს გვიფიქრია. ჩემი მეგობარი რადგან ჟურნალისტიკაზე სწავლობს, ვიფიქრე, რომ ისიც დამეხმარებოდა და უკეთ გავართმევდი თავს. შემდეგ დირექტორს იდეა გავუზიარეთ, მოეწონა და მხარი დაგვიჭრა. თავიდან, პატარა ვიდეოებით დავიწყეთ, ახლა უკვე საკუთარ პროექტებსაც ვაკეთებთ - გადაცემები გვაქვს. სკოლაში ბევრი საინტერესო რამ ხდება და ამ ყველაფრის გაშუქება გვინდოდა“,- ამბობს ნათია ქველაძე.  

როგორც სკოლის დირექტორი ნინო გახარია ამბობს, წარმატებული კურსდამთავრებულები ახლა მოსწავლეებს ეხმარებიან. ზოგჯერ, ისინი შაბათ-კვირასაც სკოლაში არიან.

„სკოლაში რამდენიმე კლუბი - სამოქალაქო განათლების კლუბი, ქართული ენის სიწმინდის დაცვის კლუბი, პატარა მკითხველთა კლუბი, მშობელთა კლუბი, ციფრული კლუბი, წიგნიერი და დებატების კლუბი ფუნქციონირებს. ისინი აქტიურად მუშაობენ, რასაც მოსწავლეებიც კარგად ხედავენ. 

ჩვენმა ორმა კურსდამთავრებულმა - ნათია ქველაძემ და სალომე თუთბერიძემ გადაწყვიტეს, რომ ჩვენთვის მედია კლუბის იდეა მოეწოდებინათ. აქამდე, რაც სკოლაში ხდებოდა, ისედაც ვიღებდით და სოციალურ ქსელში ვათავსებდით, მაგრამ ყველაფრის თავმოყრა უფრო საინტერესოა. ამ გოგონებმა ითავეს და კლუბი ჩამოაყალიბეს, მასში 30-მდე მოსწავლეა გაწევრიანებული. ყველას თავისი ფუნქცია აქვს - ჟურნალისტის, წამყვანის, მემონტაჟის...

თუ სკოლაში რაიმე ღონისძიებაა, მოსწავლეები მუშაობენ, იღებენ, ამონტაჟებენ და ჩემთან კონსულტაციას გადიან“,- აღნიშნავს ნინო გახარია.

როგორც დირექტორთან საუბრიდან ირკვევა, „თანამგზავრის“ მუშაობით ძალიან ამაყობს, გამოყოფს მნიშვნელოვან პროექტებსაც.

„საინტერესო იყო გადაცემა - „მესამე თვალი“, იწვევენ მასწავლებლებს, ისეთ კითხვებს უსვამენ, რაც მათ სხვა მხრიდან წარმოაჩენს. ეს გასართობიცაა, პედაგოგებმა რაღაცები უნდა გამოიცნონ. ამან ბავშვები და მასწავლებლები კიდევ უფრო დააახლოვა.

კიდევ ერთი კარგი საქმე რაც გააკეთეს და რასაც ძალიან ვაფასებ, ეს არის - სკოლის არქივი. გვყავს ისეთი მასწავლებელბი, რომლებიც აქ დაარსების წუთიდან მუშაობენ. ინფორმაცია მათგან აიღეს და სკოლის არქივი გააკეთეს, 7 გადაცემა ჰქონდათ. ჩაწერეს ისეთი რესპონდენტები, ვინც დღეს აქ არ მუშაობენ, მაგალითად, ყოფილი დირექტორი, დაწყებითების მასწავლებელი და სხვები“,- აღნიშნავს ნინო გახარია.

ნათია ქველაძე კი გვიამბობს, რომ კლუბში გაწევრიანების სურვილი ბევრად მეტ მოსწავლეს ჰქონდა. ახლა კი მუშაობენ, რომ პატარა ჯგუფები ჩამოაყალიბონ და უკვე გამოცდილმა მოსწავლეებმა სხვები გადაამზადონ. კითხვაზე - ამხელა დაინტერესებას თუ ელოდა, სტუდენტი გვპასუხობს:

„მოლოდინი მქონდა, რადგან ჩვენს სკოლაში არაფორმალურ განათლებას დიდი ყურადღება ექცევა, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებში პოპულარულიცაა. ასეთ დადებით ემოციას არ ველოდი, თუმცა ინტერესი რომ დიდი იქნებოდა, ზუსტად ვიცოდი. სრულიად დამოუკიდებელი კლუბია, ვხელმძღვანელობთ ორი სტუდენტი და რა თქმა უნდა, კონსულტაციას დირექტორთან გავდივართ, სანამ რამეს გავაშუქებთ. რამდენიმე მოსწავლემ მითხრა, სტუდენტებთან რომ გვიწევდა მუშობა, ჩვენთვის უფრო დიდი მოტივაცია იყოო“- ამბობს ნათია.

სკოლაში კი მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება, რაც მათ განვითარებას განაპირობებს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სკოლა არ ავიწყდებათ, იქ დაბრუნების გზებს ეძებენ და სურთ, რომ მისი მიღწევები და დადებითი მხარეები საზოგადოებას წარუდგინონ. 


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლებმა, აღზმრდელებმა, დირექტორებმა ქონების გადასახდი უნდა გადაიხადონ, თუ... - ფინანსთა სამინისტრო განმარტავს

სკოლის დირექტორები მუნით ინიფიცირების შემთხვევებს etaloni.ge-სთან ადასტურებენ

დირექტორის თანხმობის დოკუმენტი, რომელიც ორ სკოლაში დასაქმებულმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ - მასწავლებლებს ცნობის აღება ყოველ წელს დასჭირდებათ

საბავშვო ბაღებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისების საქმეზე მინისტრის სახლი გაჩხრიკეს, მოადგილე დააკავეს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება