სიახლეები
სიახლეები

სასკოლო ექსკურსიების აუცილებლობაზე პედაგოგები საუბრობენ - „სწავლა მხოლოდ საკლასო ოთახი არ არის“
11-04-2023
-
+


სასწავლო წლის ბოლო ახლოვდება და აქედან გამომდინარე, სულ უფრო აქტუალური ხდება სასკოლო ექსკურსიების საკითხი. სხვათა შორის, დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, საჭიროა თუ არა მსგავსი აქტივობები? - ასეთ დროს, კი პროფესიონალების აზრი ბევრად მნიშვნელოვანია. რა დადებითი მხარეები ახლავს სასკოლო ექსკურსიებს და რა როლს ასრულებს ინის მოსწავლეთა განვითარებასა თუ საზოგადოებასთან ინტეგრირებაში, etaloni.ge-ს არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები ესაუბრებიან.

ლალი ნარიმანიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ყულარის საჯარო სკოლის პედაგოგი:

სასკოლო ექსკურსიებს მოსწავლეთა განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობაც აქვს და რამდენიმე დანიშნულებაც: პირველ რიგში, სასკოლო ექსკურსიები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მხარეს, სადაც ცხოვრობენ და გარდა ამისა, გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე, მეტი შეიტყონ კონკრეტული საკითხის შესახებ და განიმტკიცონ მიღებული ცოდნა;

როგორც პედაგოგს, მიმაჩნია, რომ სასკოლო ექსკურსიები თემატური უნდა იყოს, საკითხის შესწავლის შემდეგ, მოსწავლეები ვიზუალურად ხედავენ იმას, რაც ისწავლეს, იძიებენ ინფორმაციას ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის შესახებ, შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ და მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით საჭიროა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, რადგან იმტკიცებენ სახელმწიფო ენის საფუძვლებს, იცნობენ იმ ქვეყნის ისტორიას, სადაც ცხოვრობენ და მათ ეს ყველაფერი საზოგადოებაში მატ ინტეგრაციას უწყობს ხელს.  

ასმათ ცირდავა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ყველა ვთანხმდებით, რომ საკუთარი თვალით ნანახი ღირსშესანიშნაობები, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანებზე, მით უმეტეს, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმძღვანელოს საშუალებით შეიტყონ, ამა თუ იმ ძეგლის შესახებ, პირადად იხილონ მათი დიდებულება.

მნიშვნელოვანია ასევე მოსწავლეები ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა მწერლისა თუ პოეტის სახლ-მუზეუმს; მახსოვს, როდესაც ჩემი მოსწავლეები პირველად ჩარგალში ჩავიყვანეთ და ვაჟა-ფშაველას სახელ-მუზეუმს ვესტუმრეთ, საოცარი შთაბეჭდილებებით დატვირთულები, მოსწავლეები ერთმანეთს ემოციებს უზიარებდნენ; სკოლაში დაბრუნებულებმა კი ვაჟას შემოქმედების შესახებ დამატებით ინფორმაცია მომთხოვეს, კლასგარეშე საკითხავად მისი შემოქმედება აირჩიეს...

ნათია გოგიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის პედაგოგი:

სასკოლო ექსკურსია სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია; პროექტებით სწავლების ჭრილშიც რომ განვიხილოთ, მსგავსი აქტივობები მოსწავლეებისთვის აუცილებელია, რადგან ეხმარება ნასწავლი მასალის განმტკიცებაში.

ვითარდება ბავშვებს შორის ურთიერთთანამშრომლობის კულტურა, ეჩვევიან არაფორმალურ გარემოში ურთიერთობებს და ქართულენოვან სივრცეში ინტეგრირებასაც ადვილად სწავლობენ.

ალა ივაჯანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის პედაგოგი:

სასკოლო ექსკურსიები ჩვენს მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის უკეთ სწავლაში ეხმარება... როდესაც სწავლობენ საქართველოს კუთხეებს, რა სჯობს იმას, თავად რომ შეუძლიათ ნახონ ესა თუ ის მხარე, მისი დიდებულება და ასე განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.

ასეთი აქტივობების შედეგად, მოსწავლეები ცდილობენ მეტი წაიკითხონ, მეტი ინფორმაცია მოიძიონ და გარდა ამისა, სასკოლო ექსკურსიები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის არის დამატებით საშუალება, სწრაფად მოახდინონ ინტეგრაცია საზოგადოებაში.

მარინე  მაისურაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლა:

არავინ დავობს იმაზე, რომ მოსწავლეებმა უნდა მიიღონ ფორმალური განათლება, თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ ჩვენი ბავშვებისთვის გაცილებით მისაღები და საინტერესოა სკოლის მიღმა აქტივობები, რომლებიც თუნდაც ერთმანეთის უკეთ გაცნობაში ეხმარებათ.

სასკოლო ექსკურსიები მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ფართოვდება მათი თვალსაწიერი, ღრმავდება შეძენილი ცოდნა... ამიტომ, როგორც პედაგოგს, მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის აქტივობები არამცთუ საჭირო, არამედ აუცილებელია.

აიგუი მანასიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის პედაგოგი:

მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსწავლეებმა იცოდნენ იმ სახელმწიფოს ისტორია, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და რა თქმა უნდა ასეთ დროს, საჭიროა, საკუთარი თვალით იხილონ თუნდაც ისტორიული ძეგლები.

სწორედ სასკოლო ექსკურსიები უწობს ხელს მოსწავლეებში საჭირო უნარების განვითარებას, არაფორმალურ ვითარებაში ურთიერთობების გაღვივებას, რაც სამომავლოდ, აუცილებლად დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

თამარ კვინიკაძე, სეროფე ბენგოიან-ლევონიანისჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარწახის საჯარო სკოლის პედაგოგი:

სწავლის ხარისხის, მოსწავლეების დამეგობრებისა და მშობლიური ქვეყნის გაცნობის პირობაა სასკოლო ექსკურსიები; ბავშვებმა აუცილებლად უნდა ნახონ ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც გვაქვს... მით უმეტეს, რამდენი ისტორიული ძეგლი თუ მუზეუმი გვაქვს.

არაქართულენოვან სკოლაში ვმუშაობ და შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ სასკოლო ექსკურსიები ეხმარება ჩვენს მოსწავლეებს საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და სახელმწიფო ენის უკეთ დასწავლში.

ნინო ირიციანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კოჩიოს საჯარო სკოლის პედაგოგი:

კარგი მეტად გვქონდეს საშუალება, ბავშვები გავიყვანო და სკოლისმიღმა სამყაროს შეცნობაში დავეხმაროთ... მართალია, ცოტა მგზავრობა უჭირთ, თუმცა სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილიდან მიღებული შთაბეჭდილებები ყველაფერს გადაწონის.

სასკოლო ექსკურსიები ჩვენი ბავშვებისთვის მორიგი თავგადასავალია, რომელიც სძენს მეგობრებს, სხვადასხვა საკითხს მეტად უღრმავდებიან და ამა თუ იმ საგნის სიღრმისეული შესწავლის სურვილს უღვივებს. მოსწავლეებს არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს უკეთ იცნობენ, რაც ვფიქრობ, ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

მაია ნარცავიძე, დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლის პედაგოგი:

იქიდან გამომდინარე, რომ ვასწავლი უკიდურესი სოფლის სკოლაში, ჩვენი მოსწავლეები, ფაქტობრივად, მოწყვეტილნი არიან ცივილიზაციას. სამწუხარო რეალობაა - საკუთარ მუნიციპალიტეტს არ იცნობენ.

ამიტომაა აუცილებელი და საჭირო სასკოლო ექსკურსიები... ესაა საშუალება, ჩვენს მოსწავლეებს ერთფეროვანი ყოველდღიურობა გავულამაზოთ, მით უმეტეს, რომ მათთვის ინტერნეტიც კი ძნელად ხელმისაწვდომია.

ირინა გორგაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ვფიქრობ, მხოლოდ საკლასო ოთახი არ არის სწავლება - კარგად ორგანიზებული, თემატური სასკოლო ექსკურსია მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების განვითარებისთვის, მათ შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის...

ისინი, ექსკურსიის დროს, სულ სხვა თვალით უყურებენ გარემოს, მოსწონთ, როდესაც საკუთარი თვალით ნახულობენ იმას, რაც წიგნებში ამოიკითხეს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
ბაღებში ხელფასთან ერთად 100-ლარიანი ჯილდო წინასააღდგომოდ გაიცემა - დეტალები
სწავლა 13 მაისს განახლდება - განათლების სამინისტრო ადასტურებს
ბაღებში სააღდგომო არდადეგები 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილება
ღონისძიების მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება იყო
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ასეთი ტურნირები ხელს უწყობენ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“,- ამბობენ სკოლაში
აქტივობაში ისინი ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
დამსწრე საზოგადოება კლუბის მიზანს, განრიგს, დაგეგმილ აქტივობებს გაეცნო
მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე შექმნეს პროექტი - „ისრიალე კატერით“
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება