სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება“ - ქარიატის საჯარო სკოლის პედაგოგის - ნანა დოლბაიას საინტერესო სტატია
11-04-2023
-
+


ნანა დოლბაია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის განვითარებისა და პროფესიული ზრდისკენ ორიენტირებული პედაგოგია.

პედაგოგს საგაკვეთილო პროცესში მუდმივი სიახლეები შეაქვს, მოსწავლეებს საინტერესო და ორიგინალურ გაკვეთილებს სთავაზობს.

პედაგოგმა სასწავლო პროცესში აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო სტატია მოამზადა, სადაც საუბრობს შეფასების სქემასა და მისი ობიექტურობის მნიშვნელობაზე.

გთავაზობთ, პედაგოგ ნანა დოლბაიას სტატიას:

                        სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება

სასკოლო გარემოში შეფასება სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, ამ მიმართულებით მაინც არსებობს  პრობლემები. ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლეებს ვაცნობთ კონკრეტულ შეფასებას, თუმცა მათთვის ნათელი არაა, როგორ გააუმჯობესონ ეს შედეგი.

როგორც ვიცით, მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანი სწავლა-სწავლების ხარისხის მართვაა. განმავითარებელი შეფასება, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხი გაუმჯობესებას უწყობს ხელს და, მეორე მხრივ, მონიტორინგს უწევს სწავლების ხარისხს.

შეფასების დანიშნულებაა მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შეფასება,სწავლის გაცნობიერება და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვა, შესაბამისად, მოსწავლეებისათვის მიწოდებული შესაფასებელი მასალა ან ტესტი უნდა იყოს პრაქტიკული, სტანდარტული, ვალიდური, გამჭირვალე და სტანდარტის შესაბამისი.

სასწავლო პროცესის კარგად და შედეგიანად წარმართვისთვის აუცილებელია მოსწავლეებისათვის განმავითარებელი შეფასების მიცემა. მართალია, განმავითარებელი შეფასება სკოლებში დანერგილია, მაგრამ მისი უკუგება ნაკლებად დახვეწილია, იშვიათი და არასრულყოფილია შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასება. ხშირად თემის დასრულების შემდეგ აკეთებენ განმავითარებელ შეფასებას, რასაც დიდი ეფექტი არ აქვს, რადგან ვერც მოსწავლე და ვერც მასწავლებელი ვერ ახერხებს რაიმეს გამოსწორებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია განმავითარებელი შეფასების ხშირად და ადეკვატურად გაკეთება, რათა, ერთი მხრივ, მასწავლებელი იყოს ინფორმირებული, თუ რა სუსტი მხარეა კლასში და რა არის გამოსასწორებელი, რომელი კუთხით არის სამუშაო. მეორე მხრივ, მოსწავლეა ინფორმირებული რომ მეტი უნდა იმეცადინოს, აქვს კონკრეტული მითითება თუ რომელი საკითხი უნდა დაძლიოს, ისწავლოს ხელახლა, რომ საბოლოო, შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებისას დაბალი განმსაზღვრელი შეფასება არ დაიმსახუროს.

მასწავლებლები მოსწავლეთა შეფასებისთვის იყენებენ შემაჯამებელ სამუშაოს  სტანდარტული ფორმით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შემაჯამებლის შედგენისას არ უნდა იყოს დარღვეული ესგ-ში მოცემული საგნობრივი ჯგუფის შემაჯამებელი შეფასების პრინციპი, ის არ უნდა იყოს შედგენილი მხოლოდ ერთი სახის დავალებებით, რადგან სხვადასხვა კატეგორიის სამუშაო უფრო მეტად აძლევს მოსწავლეს აზროვნების, საკუთარი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობას და კლასში ქმნის სამართლიანობის განცდას, რადგან ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს შეუძლია მინიმალური ზღვარის გადალახვა. ის თავად შეარჩევს იმ დავალებას, რომლის შესრულების უნარიც მას აქვს.

დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ მასწავლებლებს მართებთ უფრო მეტი ყურადღებით შეადგინონ და შეიმუშაონ ვალიდური, საგაკვეთილო მიზნებზე მორგებული დავალებები, რათა შეძლონ შესაბამისი განმავითარებელი შეფასებების მიცემა მოსწავლეებისათვის და, რაც მთავარია, განმავითარებელი შეფასებები უნდა იყოს დროულად გაცემული, რათა მოსწავლეებს დროულადვე ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, მათი მხრიდან სწავლის პროცესი იყოს სრულად გაცნობიერებული და დარეგულირებული მათივე უნარებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა დოლბაია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება