სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველი გამოცდა 10 მაისს ჩატარდება - NAEC ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტირებას აანონსებს
11-04-2023
-
+


10 მაისიდან მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებს, ასევე დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებაში და შესაბამისი სერტიფიკატიც აიღონ. ამისათვის გამოსაცდელმა უნდა აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი დრო წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან და გაიაროს რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ, რომ პირველი გამოცდისათვის (10 მაისი) რეგისტრაცია 12 აპრილის 10:00 საათზე დაიწყება და 7 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. 
 
 დეტალური ინფორმაცია ტესტირების შესახებ იხილეთ ბმულზე.  
 
პროექტი შეიქმნა 2017 წელს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ „სერტუსის“ განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას. 
 
„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის პასუხობს მეთოდოლოგიის უმაღლეს სტანდარტს და მორგებულია, როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ასევე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს. 
 
„სერტუსი“ მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის - ტესტირების შედეგი  შესაძლებელია გაითვალისწინონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში. 
 
ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს უკვე აღიარებს:
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სდასუ);
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
პარტნიორ უნივერსიტეტთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 
 
„სერტუსი“ დასაქმების მსურველებისათვის -  „სერტუსი“ ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალებაა იმ პირებისათვის, რომლებიც ეძებენ სამსახურს და მიზნის მისაღწევად ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი სჭირდებათ. პოტენციურ დამსაქმებელთან სერტიფიკატის წარდგენა ტესტირების ჩაბარებიდან უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე www.naec.ge განთავსდება სია იმ პარტნიორი ორგანიზაციებისა, რომლებიც ნდობას უცხადებენ ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზრუნავს სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებზე - პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი შესაძლებლობას აძლევს სოციალური გრანტის მქონე მეოთხე კურსის სტუდენტებს, ერთხელ უფასოდ გაიარონ „სერტუსის“ სრული ტესტირება და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს სურვილისამებრ - როგორც სრული ტესტი, ასევე მისი ნაწილი/ნაწილები. ტესტირების საფასური მსგავსი საერთაშორისო ტესტირებების ღირებულებაზე  მინიმუმ ორჯერ ნაკლები იქნება. მსგავსი ტესტირებებისაგან განსხვავებით, „სერტუსის“ სერტიფიკატის ან ცნობის ასაღებად გამოსაცდელს დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება.
დეტალურ ინფორმაციას ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ  ელექტრონულ ბუკლეტში და ასევე ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება