| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში პროექტი - „შენი წიგნი“ ჩატარდა, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეთა ნაშრომების: ლექსების, მოთხრობების, ჩანახატების, ესკიზების, ნახატებისა და ფოტოების შეგროვებას და ერთ წიგნში გაერთიანებას.
პროექტში აქტიურად ჩაერთო შემდეგი კლასები: მე-2 ე (დამრიგებელი მ. მემარნე), მე-4 გ (დამრიგებელი მ. ნოღაიდელი), მე-5 ა (დამრიგებელი გ. ლომაძე), მე-5 ბ(დამრიგებელი ი. ინასარიძე), მე-6 ა (დამრიგებელი დ. ინაიშვილი), VIგ (დამრიგებელი ნ. ხუნდაძე) და VIIIგ (დამრიგებელი ზ. ანანიძე).
სკოლაში პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა კლასების მიხედით, ფაილებად შეკრული ნამუშევრები წარადგინეს.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა, ასევე ბიბლიოთეკასთან სიღრმისეული წვდომა.
გამარჯვებული კლასები გამოვლინდა საფეხურების მიხედვით:
I საფეხური: პირველ ადგილზე გავიდა VIგ კლასი (დამრიგებელი ნ. ხუნდაძე); მეორე ადგილზე გავიდა Vა კლასი (დამრიგებელი გ. ლომაძე) მესამე ადგილზე გავიდა Vბ კლასი (დამრიგებელი ი.ინასარიძე) II საფეხური: პირველ ადგილზე გავიდა VIIIგ კლასი (დამრიგებელი ზ. ანანიძე)
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეებში წიგნის კითხვის სურვილს აღვივებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას