სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს გრანდიოზული ღონისძიება მიეძღვნა
13-03-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მოსწავლეებმა  შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად და დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორიც სასკოლო წრის ხელმძღვანელი: დარიკო მელაძე გახლდათ, მიწვეული მშობლები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიებაზე I-III კლასების მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ ლიანა ბოლქვაძის დახმარებით, დედაზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ასევე შეასრულეს ცეკვა „მთიულური“. გამოიყენეს ქართული ხალხური ტრადიციული საკრავი- ფანდური და შეასრულეს სიმღერები. სტუმრად მოწვეულ დედებს კი მათი დაკრეფილი ყოჩივარდების კონები აჩუქეს.

ღონისძიებაში ასევე აქტიურად ჩერთნენ II-IV  კლასების მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი იამზე აბულაძე).

„ულამაზეს ფერიებს დამსგავსებულმა გოგონებმა დედებს უმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. მოწვეულმა მშობლებმა მადლიერება ხმამაღლა გამოხატეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

V კლასის მოსწავლეებმა ( ხელმძღვანელი - იამზე ბოლქვაძე), რომლებიც როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებულად ციმციმებდნენ, ღონისძიებაზე მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს. მათ იცეკვეს, იმღერეს, დედაზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

VI კლასის მოსწავლეებმაც (ხელმძღვანელი ხათუნა დეკანაძე) არანაკლები აქტიურობა გამოიჩინეს. ისინი საცეკვაო ნომრებში დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ, ლექსები წაიკითხეს და დრო მხიარულად გაატარეს.

VII, (კლასის ხელმძღვანელი ნინო შაინიძე), VII, (კლასის ხელმძღვანელი: დარიკო მელაძე) და IX (კლასის ხელმძღვანელი ფატმან ცეცხლაძე) კლასების მოსწავლეებმა ერთობლივად შეასრულეს ცეკვა - „რაჭული“, დედაზე სხვადასხვა ლექსი წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ X კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი დავარ თავართქილაძე) ზეიმის სცენარი შთამბეჭდავად წარმართეს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ ყველა აქტივობა დიდი პასუხისმგებლობით შეასრულეს და მაყურებელს დადებითი გარემო შეუქმნეს. ისინი ღონისძიების სხვა მონაწილეებს ნომრების შესრულებაში დაემხარნენ.

„ემოციური, მოულოდნელი და ცრემლიანი იყო დედების მიმართ შვილების მილოცვები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - თეონა დეკანაძემ.

ტექნიკური მხარეზე კი თამილა დავითაძემ იზრუნა.

სკოლის დირექტორმა ლიანა ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს და თითოეულ მონაწილეს.

ზეიმის დასარულს კი ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უანრებს ავითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება