სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის კიბერუსაფრთხოებაზე“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
13-03-2023
-
+


„დღევანდელ მსოფლიოში საზოგადოების მთავარ გამოწვევად იქცა ციფრული სამყარო თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. დიდია ინტერნეტის გავლენა კაცობრიობაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე. სკოლა და მშობლები ერთობლივად უნდა დაეხმარონ მოზარდებს დაიცვან თავი კიბერსაფრთხეებისგან“, - აღნიშნავენ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში, სადაც კიბერუსაფრთხოებას საინტერესო პროექტი მიეძღვნა. 

მე-5 და მე-6 კლასების დამრიგებლის ნონა მაჭარაშვილის მიერ განხორციელებული პროექტი - „ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის კიბერუსაფრთხოებაზე“ მშობელთა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ნახეს ფილმი - „უსასრულო მსხვერპლი“. კინოჩვენების შემდეგ კი დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა მეტი სიფრთხილე ინტერნეტით სარგებლობის დროს.

პროექტის ხელმძღვანელმა მშობლებს გააცნო „მშობლების გზამკვლევი ციფრულ სამყაროში“, რომელიც მშობლებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. მოსწავლეებმა კი შექმნეს საინტერესო პოსტერები და სასკოლო სივრცეში გამოფინეს.

„მადლობა, პროექტში მონაწილე მშობლებს ჩართულობისა და საინტერესო პრეზენტაციებისთვის.მ ადლობა მე- 7 კლასელ მოსწავლეებს, რომლებიც პროექტით დაინტერესდნენ და პოსტერები მოამზადეს“,- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი ნონა მაჭარაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება