სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

 „შრომისმოყვარე, პრინციპული, სამართლიანი...“ - ჭიაურის საჯარო სკოლა ყოფილ დირექტორს, ღვაწლმოსილ პედაგოგ იზოლდა კუპრაშვილს გლოვობს
13-03-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და ღვაწლმოსილი პედაგოგი - იზოლდა კუპრაშვილი გარდაიცვალა. მას პედაგოგები სამართლიან, კეთილშობილ და შრომისმოყვარე პიროვნებად იგონებენ. სკოლაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ პედაგოგის გარდაცვალების გამო და სამძიმრის წერილს ავრცელებენ.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სკოლის ყოფილი დირექტორის და ღვაწლმოსილი პედაგოგის ქალბატონი იზოლდა კუპრაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
ქალბატონო იზოლდა იმ პედაგოგთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთაც ჭიაურის საჯარო სკოლის ღირსეული ტრადიციების დამკვიდრებაში დიდი როლი შეასრულეს.
იგი ათეული წლების მანძილზე ასწავლიდა მათემატიკას, მოსწავლეებს აძლევდა ღრმა ცოდნას, უვითარებდა დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევებს, მათში ამკვიდრებდა ზნეობრივ ღირებულებებს. საკუთარ გამოცდილებას უშურველად უზიარებდა ახალგაზრდა კოლეგებს. ქალბატონ იზოლდას 1982-2005 წლებში სკოლის დირექტორის პოზიცია ეკავა. იგი გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, პრინციპულობით, სამართლიანობით, შემოქმედებითი უნარებით, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, სიდარბაისლითა და კეთილშობილებით.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ზეციურ საქართველოში“ - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და სკოლას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული პედაგოგის გარდაცვალების გამო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება