| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდასა და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებას.
სწორედ ამ მიზნით, სოციალური პროექტის ფარგლებში, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, სენაკის საბავშვო ბიბლიოთეკა წიგნებით დაასაჩუქრეს.
პროექტისა და აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ჟანა მირცხულავა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ პატარებს მეგზურობა საბავშვო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარმა ნინო გვასალიამ გაუწია და მათ წიგნის როლი კიდევ ერთხელ შეახსენა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს შეაყვარონ წიგნი, სასკოლო ასაკიდანვე ჩაერთონ აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში და სასიკეთო საქმის კეთებას მიაჩვიონ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა