სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N127 საჯარო სკოლის რობოტკლუბში დრონებისა და რობოტების მართვის მასტერკლასი ჩატარდა
10-03-2023
-
+


„თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდება. განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ფეხი აუწყოს ამ ცვლილებებს“ - აღნიშნავენ თბილისის N127 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ განათლებას აძლევენ.

სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს რობოტკლუბი.

პროექტი ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და EPAM georgia მიერაა მხარდაჭერილი. პროექტის ფარგლებში, თბილისის N127 სკოლას, ამავე ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი ეწვია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მიზანი იყო თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ მოსწავლეების მეტად ინფორმირება.

ბავშვებმა გაიგეს მეტი 3d პრინტერების საჭიროების შესახებ, ასევე დრონების და რობოტების მართვის მასტერკლასი ჩატარდა.

როგორც სკოლის დირექცია აანონსებს, საკლუბო მუშაობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაგეგმილია python პროგრამირების შესწავლა.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ავთო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია“, - გვეუბნებიან სკოლაში.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება