სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სპექტაკლი გაითამაშეს
10-03-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა სპექტაკლი „სიზმარი“ გაითამაშეს, რომლის ავტორი და რეჟისორი პედაგოგი მარი თაბაგირი გახლდათ.

სპექტაკლზე, მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი, უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„ჩემი უჭკვიანესი ბავშვები. ბევრ თეატრალურ სტუდიას შეშურდებოდა მათი არტისტული მონაცემები, მხატვრული მეტყველება, როლისადმი დამოკიდებულება და გათავისება“, - აღნიშნავს პედაგოგი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპექტაკლს მუსიკალურად უნიჭიერესი ნინო ბიბილური აფორმებდა.

დღე ყველასთვის დაუვიწყარი და ემოციებით სავსე იყო.

„ამ ლამაზი დღისთვის განსაკუთრებული მადლობა ნიჭისა და შრომისმოყვარეობის მუდამ დამფასებელ ქალბატონ ლალი მელივას“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს შესანიშნავად წარმოაჩენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება