სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედების დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
08-03-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში დედის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

გაზაფხულის ეს უმშვენიერესი დღესასწაული სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით იზეიმეს. 

„ჩემი ბედნიერების მიზეზი ხარ დედა!“ - ასეთი იყო პირველკლასელთა გზავნილი დედების მიმართ. დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, პირველკლასელებმა დამრიგებლის - იამზე ფანცულაიას ხელმძღვანელობით, საკლასო, თბილ გარემოში დედების ჩართულობით გამართეს.

ღონისძიების პირველი ნაწილში სცენა ბავშვებმა დაიკავებს, მეორე ნაწილი კი მშობლებმა სხვადასხვა სახალისო აქტივობებით განაგრძეს. მხიარულება და კარგი განწყობა შეუქმნეს დამსწრე საზოგადოებასაც.

დედის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს მეორეკლასელებმაც (კლასის დამრიგებლი ლამზირა ირემაძე). როგორც სკოლაში გვიყვებიან, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული, საინტერესო და სახალისო იყო ეს დღე პატარებისთვის და მათი დედებისთვის. „დედა ერთია, დედა ღმერთია...“ - ასე მოეფერნენ პატარები დედებს.

მეოთხეკლასელებმა კი (კლასის დამრიგებელი მანანა ღოღობერიძე) მისალოცი ტექსტები თავად შექმნეს და თავიანთი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათებიც.

დედის დღესთან დაკავშირებით, მისალოცი ბარათები შექმნეს და დედებს ეს დღე მიულოცეს მე-3 და მე-5 კლასელებმაც (კლასის დამრიგებლები მარიკა კეჩხუაშვილი და თამარ ჯიშკარიანი).

სკოლაში გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს ყველა დედას ულოცავენ. 

„ყოველი დღე თქვენი ყოფილიყოს ძვირფასო დედიკოებო! დედის დღეს გილოცავთ !“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება