| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ - გიორგი სამხარაძემ (დამრიგებელი სოფო გაჩეჩილაძე) იმერეთის პირველობაზე, კრივში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
მან 46 კგ. წონით კატეგორიაში 1-ელი ადგილი, თასი და ოქროს მედალი მოიპოვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლისთვის ეს გამარჯვება პირველი არ არის. ოქტომბერში სომხეთში გამართულ პირველობაზე მან 1-ელი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
„გიორგი დიდი ხანია ამ სპორტით არის დაკავებული. ძალიან შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ყმაწვილია. ყველა ტურნირზე, სადაც კი მონაწილეობს მუდამ იმარჯვებს, რის გამოც მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და ოლიმპიურ ოქროს მედალს უწინასწარმეტყველებენ“, - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი სოფო გაჩეჩილაძე.
მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეთა მოტივავიის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა