სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია!“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში კითხვის საათი მოეწყო
28-02-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, წიგნიერების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა.

რასაკვირველია, სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაც არ დავიწყებიათ.

ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო კლუბი „თემიდას“,  სამოქალაქო განათლების მასწავლებლების: ნინო თევდორაძისა და ხათუნა აფრიდონიძის ორგანიზებით, სკოლის ბიბლიოთეკაში, კითხვის საათი მოეწყო.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ერთმანეთს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, თანატოლგანმანათლებლობის პრინციპის გამოყენებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შეხვდნენ და წიგნის კითხვით გამოწვეულ სიხარულზე ესაუბრნენ.

უმცროსმა მეგობრებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ერთად შექმნეს ბროშურები მოწოდებებით - „წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია!“, დაამზადეს პოსტერები და მოაწყვეს დისკუსია თემაზე: „ციფრული საუკუნის გამოწვევები“.

სკოლაში გვიყვებიან, რომ აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს წიგნიერების დონის ამაღლებას ახალ თაობაში და წიგნის კითხვის პოპულარიზებას სასკოლო თემში.  

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება