სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არგუმენტირებულ ესეში აუცილებელია თუ არა კონტრარგუმენტების გამოყენება?
24-02-2023
-
+


არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე ანა­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტია, რო­მე­ლიც სა­მი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი­ს­გან - შე­სა­ვ­ლისგან, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლისგან და დას­კ­ვ­ნისგან შედ­გე­ბა.

არგუმენტირებული ესეს შესავალ ნაწილში უნდა დაისვას საკითხი ან პრობლემა, ძირითად ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს საკითხის ანალიზი, კონტრარგუმენტები და არგუმენტები, დასკვნით ნაწილში კი უნდა ჩანდეს ავტორის პოზიცია და შეჯამდეს სათქმელი. აუცილებელია, რომ შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა ლოგიკურად ებმოდეს ერთმანეთს.

რა არის კონტრარგუმენტი და აუცილებელია თუ არა მისი გამოყენება?

არგუმენტირებული ესე რამდენიმე პრინციპით შეიძლება აიგოს, შესაძლოა მსჯელობის როგორც არგუმენტებით დაწყება, ასევე კონტრარგუმენტის გამოყენება.

კონტრარგუმენტი არგუმენტის საწინააღმდეგო დებულებაა. ეს შეიძლება იყოს მოსაზრება, რომელიც თქვენს პოზიციას ეწინააღმდეგება. კონტრარგუმენტის გამოყენება მიზანშეწონილია, როდესაც ცდილობთ, ნათლად წარმოაჩინოთ საპირისპირო მოსაზრება და ამ მოსაზრების მომხრეთა პოზიცია.

ესეში კონტრარგუმენტის გამოყენების მიზანია, თქვენი მსჯელობის უკეთ წარმოჩენა და საწინააღმდეგო არგუმენტის გაბათილება თქვენი ნააზრევით. თქვენ მიერ მოყვანილი არგუმენტები კონტრარგუმენტების ფონზე დამაჯერებლად უნდა ჩანდეს.

არგუმენტირებული ესე შესაძლოა, ააგოთ შემდეგი პრინციპით: დასვათ საკითხი, მოიხმოთ ორი ან მეტი არგუმენტი თქვენი პოზიციის გასამყარებლად, შემდეგ აღნიშნოთ, რომ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრება და თან დაურთოთ კონტრარგუმენტი, ბოლოს კი წერა დასკვნით დაასრულოთ.

მეორენაირად არგუმენტირებულ ესეში შესავლის შემდეგ მსჯელობა შეგიძლიათ, დაიწყოთ პირდაპირ კონტრარგუმენტით, შემდეგ მოიყვანოთ ორი არგუმენტი თქვენი აზრის მკაფიოდ წარმოსაჩენად, ბოლოს კი შეაჯამოთ და წერა დაასრულოთ დასკვნით.

არგუმენტირებული ესეს აგებისას გამოგადგებათ შემდეგი პრინციპიც, რომელშიც კონტრარგუმენტის გამოყენება აუცილებელი არ არის. შესავალში საკითხის დასმის შემდეგ მოიყვანეთ სამი არგუმენტი მოცემული მოსაზრების გასაბათილებლად, მსჯელობა კი დაასრულეთ საკითხის შეჯამებით.

იხილეთ ასევე: როგორ დავწეროთ კარგი ესე? - ამ წესების დაცვა გამოცდაზე მაქსიმალურ ქულას მოგიტანთ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება