სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ დავწეროთ კარგი ესე? - ამ წესების დაცვა გამოცდაზე მაქსიმალურ ქულას მოგიტანთ
04-07-2020
-
+


ესე - არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, როგორც ქართულის, ასევე უცხოური ენის გამოცდაზე. ანალიტიკური უნარების შესამოწმებლად ესეს დაწერას როგორც აბიტურიენტებისგან, ასევე მასწავლებლებისგანაც ითხოვენ. კარგი ესეს დაწერას ცოდნა და უნარ-ჩვევები სჭირდება. ხშირ შემთხვევაში გამოცდაზე ესეს თემა მოცემულია, რომლის მიხედვითაც უნდა იმსჯელოს აპლიკანტმა.

„ეტალონი“ გთავაზობთ რჩევებს, რომლის გამოყენებაც გამოცდაზე მაქსიმალურ ქულას მოგიტანთ.

სტანდარტული ესე სამი ნაწილისაგან შედგება:

  • შესავალი;
  • ძირითადი ნაწილი;
  • დასკვნა.

სამივე ნაწილი თანაბრად მნიშვნელოვანია.

შესავალი

შესავალში საჭიროა საკუთარი პოზიციის გამოხატვა მოცემულ თემაზე და ამავდროულად, მკითხველის ინტერესის გაღვივება. შესავალი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და თუ ის მოცემულ საკითხს სცილდება, თქვენი ნამუშევარი არ გასწორდება. თქვენ შესავალშივე უნდა ეცადოთ მიიპყროთ მკითხველის ყურადღება და აიძულოთ ის, განაგრძოს კითხვა. ამ მიზნით შეიძლება გამოიყენოთ ციტატა, სტატისტიკური მონაცემები და ა. შ. მკითხველის დაინტერესების შემდეგ წარმოადგინეთ თეზისი მოკლედ და მკაფიოდ გამოხატეთ თქვენი პოზიცია. აქვე, მკითხველს მიაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა არგუმენტების მოყვანას აპირებთ თეზისის დასამტკიცებლად.

ესეს შესავალი არ უნდა იყოს ძალიან ვრცელი. რამდენიმე წინადადებაც საკმარისია. ნუ გამოიყენებთ არაფრისმთქმელ სიტყვებს, მაგალითად: „ალბათ, ყველას აინტერესებს...“, „ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ...“, „ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა...“ და ა.შ.

ძირითადი ნაწილი

ესეს ძირითად ნაწილში თქვენ უნდა იმსჯელოთ არგუმენტებზე, რომელიც დებულებას ამტკიცებენ. მკითხველი რომ თქვენს სიმართლეში დარწმუნდეს, საჭიროა მკაფიო მაგალითები. ძირითადი ნაწილის დასაწყისშივე გადმოეცით მთავარი იდეა და მოიყვანეთ დამაჯერებელი არგუმენტები. აუცილებელია, რომ მაგალითები იყოს კონკრეტული და არა ზოგადი. ბუნდოვანი წინადადებები ესეს მნიშვნელობას დაუკარგავს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ საჭიროა ესეს სტრუქტურულად აგება. აბზაცების გარეშე, ქაოსური ნაწერი ქულას დაგაკლებთ.

ესე უნდა იყოს ერთიანი, საინტერესო და თანმიმდევრული. გამოიყენეთ ფრაზები, რომელიც აბზაცებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მაგალითად, ახალი აბზაცის დაწყებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ წინადადებები: „გარდა ამისა, არსებობს სხვა მოსაზრებაც“, „ასევე მნიშვნელოვანია არგუმენტი...“, „ერთი მხრივ...მეორე მხრივ...“ და ა.შ.

ესეს ძირითადი ნაწილი შესავალთან და დასკვნასთან შედარებით ბევრად მოცულობითია. სასურველია, აბზაცის ბოლოს არ გადაიტანოთ ახალი იდეა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რამდენჯერმე არ გაიმეოროთ ერთი და იგივე სათქმელი.

დასკვნა

ესეს დასასრული ნაწილი მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად გამოიყენეთ. დასკვნითი ნაწილი არ უნდა იყოს ვრცელი, საკმარისია ოთხი - ხუთი კარგად ჩამოყალიბებული წინადადება. შეგიძლიათ, დასკვნა დაიწყოთ ფრაზებით: „როგორც აღვნიშნეთ“, „არგუმენტების დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ...“, „მაშასადამე“, „ამ მაგალითების საფუძველზე“ და ა.შ.

როგორც ესეს სხვა ნაწილებში, დასკვნაც აუცილებელია, იყოს კონკრეტული და მკაფიო. აარიდეთ თავი ისეთ დასასრულს, რომელიც თქვენი ნაშრომის ლოგიკურ დასასრულს არ წარმოადგენს, ასევე ნუ დაწერთ დასკვნაში აქამდე არგუმენტირებულად ახსნილი თეზისის საწინააღმდეგო აზრს.

მნიშვნელოვანი რჩევები:

  • ესეს წერა დაიწყეთ გეგმის შედგენით. ასეთ შემთხვევაში წერა უფრო გაგიმარტივდებათ.
  • ესეს წერის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ლექსიკურ მარაგს. ქულა დაგაკლდებათ, თუ ძირითადად, ერთსა და იმავე სიტყვებს გამოიყენებთ.
  • ეფექტური ესეს დასაწერად მხოლოდ თეორია არ არის საკმარისი. სანამ გამოცდის დრო მოვა, კარგი იქნება, თუ ესეს წერაში ივარჯიშებთ. ასეთ შემთხვევაში საგამოცდო დროსაც დაზოგავთ და ნერვებსაც.
  • წერის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაუშვათ სინტაქსურ-მორფოლოგიური შეცდომები.

„ეტალონი“ წარმატებებს გისურვებთ!

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არგუმენტები შეიძლება გამოვიყენოთ ესეში? - 10 გზა, რომლებიც თქვენს ნამუშევარს დამაჯერებელს გახდის


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება