სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მარტივი საკლასო თამაშები მოსწავლეების მოტივაციისა და ინტერესის გაზრდისთვის
15-03-2023
-
+


მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ინტერაქციული და საინტერესო აქტივობებით დატვირთული იყოს. ასე მოსწავლეები ბევრად უფრო მონდომებულები და მოტივირებულები იქნებიან.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინონ, გააქტიურნენ და მოტივაცია გაეზარდოთ, კარგი იქნება თუ მასწავლებელი მარტივ, მაგრამ საინტერესო საკლასო თამაშებს შესთავაზებს. ჩვენ უცხოელი ბლოგერის რჩევებს გიზიარებთ და გიყვებით იმ თამაშებზე, რაც სასწავლო პროცესში შეიძლება გამოიყენოთ. 

სიტყვის მოქმედებით გამოცნობა

ეს მარტივი კლასიკური თამაში შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ თქვენი მოსწავლე წაახალისოთ და გაკვეთილში აქტიურად ჩართოთ.

რესურსები: ადამიანების, მოქმედებების ან ცნებების სია, რომლებიც იმ საგანთაა დაკავშირებული, რომელსაც ასწავლით.

თამაში: აირჩიეთ მოსწავლე, რომელიც მთელი კლასის წინ დადგება, სიიდან ერთ სიტყვას აირჩევს და დანარჩენებს მოქმედებით აუხსნის. ამ თამაშში ლაპარაკი აკრძალულია. კლასის დანარჩენმა ნაწილმა უნდა გამოიცნოს, რა სიტყვის ახსნას ცდილობს მოსწავლე. მათ აზრი ხელის აწევით უნდა დააფიქსირონ. ვინც პირველი გამოიცნობს, შემდეგი სიტყვა მან უნდა ახსნას.

თავსატეხები (ფაზლები)

ეს შემოქმედებითი თამაში ახალგზარდებს ლოგიკური აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობისკენ უბიძგებს.

რესურსები: სხვადასხვა სასკოლო თემატიკის ფაზლი - მაგალითად, ისეთი, რომელზეც დატანილი იქნება მათემატიკური ფორმულები, რომელიმე ნაწარმოების სათაური ან ლექსი, ისტორიული ფიგურების სურათი და სხვა.

თამაში: დაყავით თქვენი კლასი ჯგუფებად, შემდეგ კი დაურიგეთ ფაზლები და სთხოვეთ, მუშაობა დაიწყონ. ფაზლების აწყობა ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა იმისთვის, რომ მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში აქტიურად ჩართოთ და დააინტერესოთ.

სიტყვების პოვნა

ეს თამაში სისწრაფეს მოითხოვს, ის მოსწავლეებს ჯანსაღ კონკურენციას აჩვევს. გარდა ამისა, კარგია იმისთვის, რომ მოსწავლე გაკვეთილის თემით უფრო დააინტერესოთ.

რესურსები: ლექსიკონი ან სახელმძღვანელო, პლუს ძირითადი ლექსიკის სია.

თამაში: დაყავით თქვენი კლასი მცირე ჯგუფებად, გაუნაწილეთ წიგნები. შემდეგ თქვით ერთი სიტყვა. მოსწავლეებმა წიგნებში ან ეს სიტყვა უნდა იპოვონ ან შესაბამისი ნახატი. იმარჯვებს ის გუნდი, ვისი წევრებიც უფრო მეტ სიტყვას იპოვიან. ეს თამაში განსაკუთრებით კარგი შეიძლება უცხო ენის გაკვეთილზე იყოს.

ვიქტორინა

სახალისო და საინტერესო ვიქტორინა საშუალებას გაძლევთ თქვენი მოსწავლეების ცოდნა, ნებისმიერ საგანში, ძალიან მოკლე დროში შეამოწმოთ.

რესურსები: დაფა, კალამი, ფურცლები, რომლებზეც შესაბამისი კითხვები იქნება დატანილი ან კომპიუტერები და მობილურები. გააჩნია ვიქტორინის კითხვებს ონლაინ მოამზადებთ, თუ ფურცელზე ამობეჭდავთ.

თამაში: საგნის შესახებ საინტერესო კითხვები მოამზადეთ, ეცადეთ, რომ ისინი სახალისოც იყო, რათა მოსწავლეებს არ მობეზრდეთ. შეგიძლიათ მათ ვიქტორინა ონლაინაც აუწყოთ, ასე უკვეთ ნახავთ ვინ რა დროში შეასრულა იგი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეიცვალა თუ არა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი - გამოცდები 2026

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

379 957 ბავშვი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება - ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიში

მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება