სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

იდეები მასწავლებლებს - რა აქტივობების დაგეგმვა შეგიძლიათ დედის დღისთვის
23-02-2023
-
+


საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, სკოლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. მოსწავლეები ცდილობენ სიყვარული სიმღერებით, ლექსებითა და შესაბამისი წარმოდგენებით გამოხატონ.

სასკოლო ზეიმი შეიძლება საინტერესო ფლეშმობებით, სიურპრიზებითა და ნომრებით გაამდიდროთ, თუმცა გარდა ზეიმისა, მოსწავლეებმა შეიძლება სხვა საინტერესო აქტივობებიც განახორციელონ.

ბარათების დამზადება

ბარათების საშუალებით, მოსწავლეები გრძნობებსა და მადლოერებას გამოხატავენ. თავისუფლება მიეცით, ისეთი დიზაინის ბარათი შექმნენ, როგორიც თავად სურთ. შემდეგ ამ ბარათების გადაცემა მშობლებისთვის ღონისძებაზე საზეომოდ შეგიძლიათ.

მოსწავლეებს სთხოვეთ დაწერონ, თუ რატომ არიან დედები მისაბაძი მაგალითები

ბავშვებს შექმნილი ტექსტი, სურვილისამებრ, ზეიმზე წააკითხეთ. ეს ნამდვილად დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტი იქნება. თანაც, მოსწავლეები უკეთ დაფიქრდებიან, საკუთარ თავსა და მშობლებში ახალ რაღაცებს აღმოაჩენენ.

ლექსი დააწერინეთ

10 ლექსი დედაზე, რომლებიც ღონისძიების დაგეგმვისას პედაგოგებს გამოადგებათ

მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნვა მასწავლებლის ერთ-ერთ პრიორიტეტია. მათ სთხოვეთ, რომ დედას ლექსი მიუძღვნან. ეს დავალება შეგიძლიათ სახლშიც გაატანოთ, რათა კარგად დაფიქრდნენ. შემდეგ ამ ლექსებისგან კედლის გაზეთის დამზადებაც შეგიძლიათ.

მაისურის დამზადება

მოსწავლეებს თეთრი მაისურები, ფლომასტერები, ფანქრები და მარკერები მიეცით. შემდეგ სთხოვეთ, რომ დედისთვის მაისური სასურველი დიზაინით შექმნან. ისინი ამ ნამუშევრით მშობლებს ნამდვილად გაახარებენ.

გააკეთეთ საინფორმაციო დაფა და წერილების ყუთი

დაფაზე ისეთი კითხვები დაწერეთ მაგალითად როგორიცაა - რა გიყვარს დედაში ყველაზე მეტად; რას აფასებ; დედას რას შეადარებდი და ა.შ. იქვე განათავსეთ წერილები ყუთი, სადაც მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებას სურვილისამებრ განათავსებენ. წერილების წაკითხვა კლასის ზეიმზე შეგიძლიათ.

მინი წიგნი მოამზადეთ

ამგავრი აქტივობის განხორციელება ონლაინაც შეგიძლიათ. მოსწავლეები დაამზადებენ წიგს, სადაც დედის შესახებ დაწერენ, თან კი ფოტოებსა და ნახატებს დაურთავენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება