სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვიდეომიმართვა ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმიდან, რომელიც თსუ-ს ყველა ახლანდელმა და ყოფილმა სტუდენტმა უნდა ნახოს
26-01-2023
-
+


8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 105 წელი შესრულდება; სწორედ ამ ფაქტს მიუძღვნა ვიდეომიმართვა „ეტალონის“ პროექტების ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა.

თემატური გახლდათ ისიც, რომ მიმართვა გოჩა ტყეშელაშვილმა შვილიშვილებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩაწერა და ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის მთავარი პრინციპები, ზნეობრივი ღირსების მაგალითები, რომლითაც თავად დიდი ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა:

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან... ვიდეომიმართვის მიზანია, წარმოვაჩინოთ ბუმბერაზი ადამიანები... ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება კი ძალზე საინტერესოა - მისი ძალისხმევით დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი, 1918 წლის 8 თებერვალს.

სამწუხაროა, რომ ჩვენ, ქართველები, ბუმბერაზ ადამიანებს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ვაფასებთ... უცნაური იღბლის აღმოჩნდა ჯავახიშვილი: თავისივე დაარსებული უნვერსიტეტიდან ორჯერ გააგდეს და საბოლოოდ, იმავე უნივერსიტეტში, ლექციის კითხვის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ივანე ჯავახიშვილმა, მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს მომავალს შეალია; მეც ძალიან მინდა, ჩვენი ბავშვები, მომავალი თაობა იყოს განათლებული, მიზანსა და წინსვლაზე ორიენტირებული, რისთვისაც  დავიწყეთ პროექტი - 100000 ბავშვი მიმართავს გაეროს გენერალურ მდივანს... 

და სანამ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის კარს შევაღებთ, გვინდა გაგახსენოთ ხალხური, ერთსტროფიანი ლექსი, რომელიც მან ერთ-ერთი გამოსვლისას წაიკითხა და რომლითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელმძღვანელობდა:

კარგი ვარ იმას ნუ იტყვი, 
თავს ნუ დაუწყებ ქებასა, 
კარგი ჩვენც მოგვეწონება, 
ცუდი - არც თავის დედასა...

კარგად ჩაუფქირდით ამ ლექსს, რადგან ძალა თაობებში და ჩვენ, ერთად, ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ“.

იხილეთ ვიდეომიმართავა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება