TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სემესტრული შეფასებების შეცვლა შესაძლებელია - „ემისის“ განმარტება და ინსტრუქცია
18-01-2023
-
+


2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი 29 დეკემბერს დასრულდა, თუმცა მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალის შესავსებად და კორექტირებისთვის დრო 9 იანვრამდე ჰქონდათ.

9 იანვარს ჟურნალი დადასტურდა და მოსწავლეებს სემესტრული შეფასებები ავტომატურად დაუანგარიშდათ. ამ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა ნაწილს არასასურველი ქულები დაეწერა, რამაც თავად პედაგოგებიც კი აღაშფოთა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა ზოგიერთი შეფასება და შემაჯამებლების ქულები ჟურნალში მასწავლებლების მიერ სრულყოფილად შეტანილი არ ყოფილა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სემესტრული ქულის შეცვლა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis განმარტავს, რომ სემესტრული შეფასების კორექტირებისთვის არსებობს „მოთხოვნის“ ფუნქცია.

ელექტრონულ ჟურნალში „მოთხოვნის“ ღილაკი მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, მოითხოვონ მიმდინარე ან გასული სემესტრების კორექტირება, ასევე განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა/წაშლა. ასევე შესაძლებელია გასული აღდგენილი შემაჯამებლის წაშლაც. ამისთვის საჭიროა მოთხოვნის გაგზავნა ადმინისტრაციის სახელზე, ადმინისტრაციამ უნდა დაგიდასტუროთ მოთხოვნა, დადასტურებიდან 24 საათში კი ჟურნალში ცვლილება უნდა შეიტანოთ. თუ ამ პერიოდში ჟურნალის კორექტირებას ვერ მოასწრებთ, მოთხოვნის გაგზავნა განმეორებით დაგჭირდებათ.

მოთხოვნის გაგზავნისას სპეციალური საინფორმაციო ველები უნდა შეავსოთ, სადაც შეგიძლიათ მონიშნოთ გასული სემესტრი, კლასი, საგანი. მასწავლებლებს არა მხოლოდ გასული სემესტრის ნიშნების კორექტირება შეუძლიათ, არამედ - გასული სასწავლო წლების სემესტრებისაც.

თუ  წინა სემესტრის შეფასების კორექტირება გსურთ, აირჩიეთ სასურველი სემესტრი, კლასი და საგანი. დაურთეთ ადმინისტრაციასთან გასაგზავნი კომენტარი. გაითვალისწინეთ, რომ დადასტურების შემდეგ თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილება გავლენას მოახდენს სემესტრულ შეფასებაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება