სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუისის N2 საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
29-12-2022
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. 

პოეზიის საღამო - „ჩაი და პოეზია“, მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გარემოც შესაფერისი იყო, მოსწავლეებს ამაზე ზრუნვაც არ დავიწყნიათ. საღამოს ორგანიზატორი და დიზაინერი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მედეა ქურდაძეა.

„ზღვა ემოცია, დროში მოგზაურობა, სტილი ლიტერატურული სალონისა, გულწრფელი ემოციები, ცრემლები და აპლოდისმენტები, კმაყოფილი მონაწილეები და დამსწრე საზოგადოება, სიამაყით სავსე მშობლები და მასწავლებლები. ესაა იმ ამბავთა ჩამონათვალი, რაც თან ახლდა პოეზიის საღამოს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორ ნელი მექვაბიძეს, კლასის დამრიგებელ მზია ქოქოშვილს, გვერდში დგომისა და დახმარებისთვის, ასევე უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ მშობელს, ყველა იმ პედაგოგს, ვინც თუნდათ ერთი სიტყვით მაინც გვაგრძნობინებდა მხარდაჭერას და გვამხნევებდა, ბოლოს კი მთავარი მადლობა მონაწილეებს, რომლებმაც უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭეს, გაგვაოცეს და აგვავსეს სიამაყის გრძნობით რომ არა თქვენ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილნი, ეს საღამო ნამდვილად ვერ გამოვიდოდა ისეთი, როგორიც იყო.
ეს გახლდათ მედეას სადებიუტო ღონისძიება. გისურვებთ პოეზიისადმი სიყვარული არასოდეს გაგნელებოდეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება