| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა პროექტი „სიკეთე მარტივია“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ქარელში მდებარე კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტრში, სადაც 33 ბენეფიციარია (ხელმძღვანელი ლამარა ბრეგვაძე) 1 დღის გატარება გადაწყვიტეს. ბავშვებმა მათ ახალი წელი მიულოცეს. გასართობი პროგრამა წარადგინეს, რომელიც დღის ცენტრის ბავშვების აქტიური ჩართულობით წარიმართა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - მარიკა ღვინიაშვის ხელმძღვანელობით, პროექტზე მომუშავე გუნდს შეადგენდნენ X კლასის მოსწავლეები: ლიკა მღებრიშვილი, თეკლა მღებრიშვილი, მარიამ ფეჩიშვილი, გვანცა მექვაბიძე, გვანცა ბეჟუაშვილი, ჯონი ზურაბაშვილი, შაკო ზურაბაშვილი, საბა ბალიაშვილი, ნინი ბეჟუაშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული დღე სიკეთით, სიყვარულითა და სითბოთი სავსე იყო. დღის ცენტრის ბავშვებმა თავიანთი ნახატები, ნაძერწები წარადგინეს. ასევე, ერთად შეასრულეს ცეკვები და სიმღერები. გაიმართა სპორტული შეჯიბრება მკლავჭიდშიც.
აღსანიშნავია, რომ დღის ცენტრს ჰყავს პარასპორტსმენი ნინო საბაშვილი, რომელიც არის მრავალი წარმატების და მსოფლიო ჩემპიონატების საპრიზო ადგილების მფლობელი.
სკოლაში პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს, რომელსაც პედაგოგები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
როგორც სკოლაში გვითხრეს, გაჩნდა სურვილი, რომ საქველმოქმედო ხაისიათის პროექტი სხვა მოსწავლეებმაც განახორციელონ.
„დიახ, - სიკეთე გადამდებია!“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სამოქალაქო განათლებას საინტერესო პროექტებით სწავლობენ. პროექტული სწავლება მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესოა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას