| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მონაწილეებმა ღონისძიების მსვლელობისას შესაძლებლობები გამოავლინეს, იმღერეს, სხვადასხვა სკეტჩი გაითამაშეს და ნოდარ დუმბაძის მოთხრობის - „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“, მიხედვით, თეატრალური წარმოდგენა დადგეს.
მელეს საჯარო სკოლაში რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს ფასიანი წრე, სადაც არიან როგორც ქორეოგრაფები, ასევე ხალხური სიმღერებისა და მგალობელთა გუნდი.
ქორეოგრაფიულ წრეს რობიკო ბენდელიანი ხელმძღვანელობს, მისი მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ და აუდიტორიის წინაშე სვანური და მთიულური ცეკვით წარდგნენ.
„სკოლის დირექცია უღრმეს მადლობას უხდის ბატონ რობიკო ბენდელიანს გაწეული შრომისთვის და საუკეთესო ნომრების შესრულებისთვის“ ,- აღნიშნეს სკოლაში.
ხალხური სიმღერების გუნდს კახა გაზდელიანი ხელმძღვანელობს. მან თავისი მოსწავლეები ხალხური სიმღერებით წარმოადგინა.
სკოლის დირექცია ბატონ კახა გაზდელიანს გაწეული შრომისთვის და საუკეთესო ნომრების შესრულებისთვის ასევე მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას