სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მათხოჯის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეთა დაუვიწყარი საახალწლო ზეიმი
28-12-2022
-
+


ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. 

ამჯერად, ზეიმი პირველ კლასში მოეწყო. კლასის ხელმძღვანელმა ირმა ძიძიგურმა, მეხუთეკლასელებთან ერთად, პატარა გოგო-ბიჭებს ემოციებით დატვირთული დღე აჩუქა. მათი ოთახი ულამაზესი დეკორაციებით მოირთო, განთავდსებული იყო ნაძვის ხეც. 

შემდეგ კი კლასი სტუმრებით - მასწავლებლებითა და მშობლებით აივსო. პირველკლასელებს ახალი წელი მიულოცეს - ფიფქიამ, კონკიამ, პეპი გრძელიწინდამ და წითელქუდამ, ბოლოს კი თოვლის პაპამ - იგივე სანტამ, რომლებსაც მეხუთე კლასის მოსწავლეები ასახიერებდნენ.

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

პირველკლასელთა მშობლებმა კლასის ხელმძღვანელ ირმა ძიძიგურს, კიდევ ერთი ლამაზი დღის მოწყობისთვის, მადლობა გადაუხადეს და პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

„პირველკლასელებისთვის კიდევ ერთი ლამაზი დღე აღმოჩნდა. კლასის ხელმძღვანელმა ირმა ძიძიგურმა მეხუთეკლასელებთან ერთად, ემოციებით დატვირთული დღე აჩუქა პატარა გოგო-ბიჭებს, მათ თავი ზღაპარში ეგონათ. ჯერ იყო და ზამთრის დადგომასთან ერთად, მათი საკლასო ოთახი ნელ-ნელა სულ სხვანაირი დეკორაციებით მოირთო. ოთახში საზეიმო განწყობა დღითიდღე იზრდებოდა. ირმა მასწავლებელმა ნაძვის ხეც კი განსხვავებული და სრულიად უცნაურად აწყობილი დაახვედრა პატარებს. დილიდანვე იგრძნობოდა სულ სხვა სურნელი ოთახში, ღუმელში ტკაცუნობდა შეშა, გარეთ კი ზამთრის სიცივე იმუქრებოდა. თუმცა, აბა, რას დააკლებდა საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ გოგო-ბიჭებს სიცივე, როცა მათი გულები სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე, თოვლის პაპას საჩუქრების მოლოდინი სასიამოვნო ემოციებით ავსებდა პირველკლასელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება