სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაკეთოთ სიკეთე“-  ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სასწავლო პროექტი განახორციელეს
28-12-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში სასწავლო დანიშნულების სამოქალაქო პროექტი - „ვაკეთოთ სიკეთე“ განხორციელდა. 

მასზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. მათ სოფლი მკვიდრი დავით დოლიძე გაახარეს, რომელიც ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში აღმზრდელ-პედაგოგად წლების განმავლობაში მუშაობდა და თაობებზე ზრუნვას დღესაც აქტიურად აგრძელებს. 

აღსანიშნავია, რომ აქტოვობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. სკოლის დირექტორი მიხეილ ხალვაში, X კლასის დამრიგებელი ირინა ქასრაშვილი, ხოლო საგნის მასწავლებელი ციური დავითაძეა.

„სადაც არის ადამიანი, იქ არის სიკეთის შესაძლებლობაც..... კარგად ვიცით, რომ თბილი ღიმილი სიკეთის უნივერსალური ენაა, ამიტომ სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიბრძნე, ამ ყველაფრის ცოდნა კი სიბრძნის დასაწყისია. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ სიკეთეს საზღვარი არ აქვს. ცხოვრება უფრო ადვილი და ლამაზი ხდება, როცა სხვა ადამიანებში სიკეთეს ვთესავთ, ან კიდე ვხედავთ. ვისწავლოთ სიკეთით ცხოვრება და ყველას გვიყვარდეს ის. სიკეთე ხომ არის ენა, რომელიც ყრუსაც კი შეუძლია, რომ მოისმინოს და ბრმასაც კი შეუძლია, რომ დაინახოს. როცა სიტყვები მართალია და კეთილია, მათ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო. სიკეთე არის სინათლე, რომელიც ანადგურებს ყველა კედელს - ბოროტ სულებს, ოჯახებსა და ერებს შორის. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო, მხოლოდ შემთხვევითი სიკეთის გზით. ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტეს ემუშავათ პროექტზე და სიკეთის გზით მიეღწიათ სოფლის ერთერთ ძალიან თბილსა და კეთილშობილ ადამიანთან, ვინც დღემდე ემსახურება თაობების აღზრდა-განათლების კეთილ საქმეს. ეს ბატონი დავით დოლიძე გახლავთ, სოფელ ჯიხანჯურის მკვიდრი, ვინც წლების მანძილზე მუშაობდა ჩვენი სკოლის აღმზრდელ-პედაგოგად და დღემდე ამ საქმით არის დაკავებული. თაობებმა ღირსეულად დაუფასა მას გაწეული შრომა და ამაგი, სიკეთემ სიკეთე გამოიღო შედეგად და დღეს ბატონი დათოს თვალებში გაბრწყინებულმა ბედნიერების ცრემლებმა ერთხელ კიდევ ცხადყო სიკეთის ძალა. მადლობა მოსწავლეებსა და მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს კარგად დაგეგმილი საქმიანი დღისათვის. დრევანდელი დღით კმაყოფილი იყო მთელი სკოლა, განსაკუთრებით კი პედაგოგიური კოლექტივი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

ვიდეო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება