TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ შეიძლება იქცეს ჩიჩილაკი „ჯადოსნურ ჯოხად“ და ჩუმად, მთელი გულით ჩაფიქრებული სურვილი აგვისრულოს
14-01-2023
-
+


შობა-ახალი წელი ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულია. საქართველოს ბევრ კუთხეში, ამ დღესთან დაკავშირებით მრავალმა ტრადიციამ მოიკიდა ფეხი, მათ შორის ერთ-ერთი საახალწლო ჩიჩილაკია, რომელიც პირველად გურიის სოფელ ბასილეთში დაამზადეს და ახალი წლის სიმბოლოდ იქცა.

ახალ წლამდე ორი კვირით ადრე ჭრიდნენ თხილის გრძელ ჯოხს და ცხელ წყალში ალბობდნენ, დღესასწაულის წინა ღამეს კი, კერიის ცეცხლზე კანს დაუმუშავებდნენ და ასე ამზადებდნენ ე.წ „ბასილის ფაფუკი წვერებს“ - ჩიჩილაკს, რომელიც წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული.

ცოტამ თუ იცის, როგორ შეიძლება იქცეს ჩიჩილაკი ჯადოსნურ ჯოხად და ჩუმად, მთელი გულით ჩაფიქრებული სურვილი აგვისრულოს.

გურიაში ამბობენ, რომ ჩიჩილაკზე ჩაფიქრებულ სურვილს შეუძლია დააოჯახოს ჩვენი საყვარელი ადამიანები.

დამთხვევაა თუ, მართლაც აოჯახებს ჩიჩილაკის რიტუალი ადამიანებს? ამასთან დაკავშირებით გვიყვება გურული ქალბატონი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ხალხური მეთოდი.

„ახალმა წელმა ჩაიარა, ახლოვდება ნათლისღების დღესასწაული. ამ დროს ჩიჩილაკები გამოაქვთ სადარბაზოში ან ეზოში. დედა მეუბნება, რომ ჩიჩილაკი ჩუმად უნდა ავიღოთ, ერთი ღამე სახლში გავათენებინოთ, სურვილი ჩავიფიქროთ, ისევ გარეთ გავიტანოთ და სადმე ბუჩქებში დავმალოთო, ასე გათხოვილა გურიაში ჩემი მეზობლის შვილიო.

ჰოდა „მოი, ჩვენც გავაკეთოთ და გავათხუოთ აი ბაღნებიო“, - ჩემს ორ ქალიშვილზე მიმითითებს.

მართლაც წავიდა, სადარბაზოში დატოვებული დაახლებით 10 სმ-იანი ჩიჩილაკი ამოიტანა, ჩაიფიქრა სურვილი და მეორე დღეს დამალა ბუჩქებში.

ასე გათხოვდა იმავე წლის გაზაფხულზე ჩემი ერთი შვილი და ზაფხულში მეორე!“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება