| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა ოლიმპიადებში რთავენ.
ამჯერად, მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩაერთნენ და წარმატებაც მოიპოვეს.
ტყიბულში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა მუნიციპალური ტურნირები გეზრბენში, ბადმინტონში, მინი ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, „მხიარულ სტარტებში“, როგორც გოგონათა, აგრეთვე ვაჟთა კატეგორიაში. ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს გეზრბენის ტურნირში, ვაჟებმა დაიმსახურეს პირველი ადგილი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელით, რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას, ხოლო გოგონებმა დაიკავეს მეორე ადგილი.
აგრეთვე, სკოლის გოგონათა გუნდმა წარმატებით იასპარეზა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის ტურნირებში და ყველა სპორტულ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. მათ მოიპოვეს საგზური და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელით, რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას, მეორე ადგილი კი გოგონებმა ბადმინტონში დაიკავეს. საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ეტაპი „მხიარული სტარტებით“ დასრულდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას