სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აჭყვას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს ქობულეთის მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
27-12-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მე-10 კლასში ქობულეთის მუზეუმში შიდა შეფასების გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა. 

მისი თემა იყო - „კოლხური და ბერძნული ტრადიციების შერწყმა კოლხურ ტერიტორიაზე“. აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ სამუზეუმო ექსპონატები პედაგოგ ია გორგაძისა და ექსკურსიამძღოლის მადონა ბასილაძის ხელმძღვანელობით დაათვალიერეს. დასვეს კითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 

განსაკუთრებით აქტიურობდა რამდენიმე მოსწავლე, მათ შორის გამოირჩეოდა ევა სურმანიძე. მომდევნო გაკვეთილისთვის მოსწავლეები თვითშეფასების კითხვარს შეავსებენ.

გასვლით გაკვეთილს დირექტორის მოადგილე ნ.ბერიძე ესწრებოდა.

„მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის ინოვაცია სწავლებისადმი ერთდროულად კომპლექსურ, ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ მიდგომებში მდგომარეობს. ასეთი გაკვეთილები საშუალებას იძლევა, ცხადი გავხადოთ შესწავლილი მასალის მნიშვნელობა და პრაქტიკულობა, რთული მასალა მივაწოდოთ მარტივი თვალსაჩინოების გამოყენებით, ავამაღლოთ მოსწავლეთა ემოციური და ინტელექტუალური დონე. თავად მოსწავლეებს კი თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ. მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილები ასევე ხელს უწყობს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, დაკვირვების, მხედველობითი მეხსიერების ფორმირებას. მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილები, გარდა შემეცნებით-ესთეტიკური მნიშვნელობისა, მოსწავლეთა პროფორიენტაციასაც ემსახურება. ასეთი გაკვეთილი შეუზღუდავია, სახალისოა და სტიმულის მომცემია შემდგომი სწავლებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება