სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეების პირველი გასვლითი კონფერენცია ჩატარდა
27-12-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით, მოსწავლეების პირველი გასვლითი კონფერენცია ჩატარდა.

კონერენცია სოფელ ყინჩაურში, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. მისი თემა იყო - „სხალთა- საქართველოს გულია“.

სკოლის წარმამდგენლებს მუზეუმის დირექტორმა იზოლდა სურმანიძემ უმასპინძლა. მათ ერთად მოინახულეს 19 აპრილის მემორიალი, გაიხსენეს ხეობაში განვითარებული მოვლენები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილების ხსოვნას.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორ დარიკო მელაძეს, სკოლის ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს, ასევე, მუზეუმის ხელმძღვანელ იზოლდა სურმანიძეს და ყველა მონაწილეს.

„საინტერესო იყო მუზეუმში განთავსებული ექსპონატების მონახულება. მუზეუმის ხელმძღვანელმა ამომწურავად მოუთხრო მსმენელს ხეობის ისტორიული ფაქტების შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

კონფერენციაში სკოლის კათედრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შემდეგი თემები წარადგინეს:

ქართული ენა ლიტერატურა - „ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოპოვებას სხალთის ეკლესიის შესახებ."
პედაგოგები: მზევინარ ცეცხლაძე, ფატმან ცეცხლაძე.
მომხსენებელი: ირა ბოლქვაძე XI კლასის მოსწავლე;

უცხო ენა - „მე ვარ გიდი- სხალთის მონასტერის აღწერა "
პედაგოგები: თამილა ჯორბენაძე, იამზე ბოლქვაძე
მომხსენებელი: VII კლასის მოსწავლეები: ანრი მახარაძე, ელისო კოჩალიძე;

მათემატიკა - „სხალთის ეკლესიაში გამოყენებული მატემატიკური- გეომეტრული ორნამენტები"
პედაგოგი: დავარ თავართქილაძე, ხათუნა დეკანაძე
მომხენებელი: ქეთევან ოჯახიშვილი XI კლასის მოსწავლე;

საბუნებისმეტყველო - „მარნები მე-12 საუკუნის საქართველოში. ღვინო- უფლის სასმისი."
პედაგოგი: ნინო შაინიძე
მომხსენებელი: ლუკა იაკობაძე X კლასის მოსწავლე.
„როგორ ავაგოთ ტაძრები"
მომხსენებელი -ანრი ჯაყელი X კლასის მოსწავლე;

ისტორია: „სხალთა- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი"
პედაგოგი: ნათელა ბოლქვაძე
მოსენებელი: ქეთი ცეცხლაძე X კლასის მოსწავლე;

ისტორია: „სხალთის მონასტრის აშენების საჭიროება და მნიშვნელობა "
პედაგოგი: ქეთეევან დეკანაძე
მომსხსენებელი: ნიკა ბოლქვაძე

გეოგრაფია- „სხალთის მონასტრის გეოგრაფიული მდებარეობის აღწერა."
მასწავლებელი: ემზარ დეკანაძე
მომხსენებელი: ბექა ცეცხლაძე X კლასის მოსწავლე.

დაწყებითი კლასების კათედრა - „სხალთა-დიდებული წარსული" - ლექსების მხატვრული კითხვა.
პედაგოგები: ნაზიბროლა ბოლქვაძე.
მომხსენებელი: ლიზი ბოლქვაძე II კლასის მოსწავლე - „ჩემი სუნთქვა გენაცვალე"
პედაგოგი: ლიანა ბოლქვაძე.
მომხსენებელი: ანდრია ბოლქვაძე - ლექსი „მე საქართველოს შვილი ვარ"

სამოქალაო განათლება - „XI – XII საუკუნის საქართველოში ადამიანის უფლებები და მოვალეობების შესახებ"
პედაგოგი: დარიკო მელაძე
მომხსენებელი: ნინი ბოლქვაძე - X კლასის მოსწავლე.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება