სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჭყონის N1 სკოლის VI კლასის მოსწავლეები ნაწარმოებს - „ოქროს გასაღები - ბურატინოს თავგადასავალი“, საინტერესო აქტივობებით გაეცნენ
26-12-2022
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის VI კლასში საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

ესგ-ით გათვალისწინებული თემის - Какие мы? და შესაბამისი მოსასმენი ტექსტის მოსმენის შემდეგ აღნიშნული კლასის მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ კიდევ უფრო ახლოს გასცნობოდნენ ა.ტოლსტოის ზღაპარ - „ოქროს გასაღები -ბურატინოს თავგადასავალს“ გმირებს და ეს ნაწარმოები წაეკითხათ. 

შედეგად, გადაწყვიტეს, პრეზენტაცია მოეწყოთ. მოსწავლეთა ნაწილმა თვითონ დახატა თითოეული გმირი, ზოგმა მოიპოვა მათი ბეჭდური ვერსია. ყოველივე ეს მოაქციეს შესწავლილი გრამატიკული კონსტრუქციების (Его/её зовут, Какой,-ая,-ое,-ие?) ჩარჩოებში, გამოიყენეს ნასწავლი ლექსიკური ერთეულები და პრეზენტაციაც შედგა, რომელიც ბიბლიოთეკის სივრცეში მოეწყო.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. შესაბამისად, ღონისძიებამ ნაყოფიერად ჩაიარა. 

„მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ზღაპრის გმირების ყოველმხრივ დახასიათებაში და არა მარტო მათი, ეს ყველაფერი გადაიტანეს პრაქტიკაში და დაახასიათეს მეგობრები, მასწავლებელიც კი. ღონისძიებამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა, ძალიან საინტერესო, სასარგებლო და სახალისო გამოვიდა. მოსწავლეებმა თავიანთი ნახატები და ფერადი ნაბეჭდი მასალები ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეს გადასცეს სახსოვრად. მადლობა მაია გიგუასა და ია კალანდიას სასიამოვნო გარემოსა და მოწოდებული ფოტო- და ვიდეომასალისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება