სიახლეები
სკოლები

„სიკეთე მარტივია“- სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო, ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა
26-12-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯაროს სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. ერთი-ერთი ასეთი გამორჩეული მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილია. ის მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს. 

ამჯერად, მისი ხელმძღვანელობით, ინტეგრირებული პროექტი - „სიკეთე მარტივია“ ჩატარდა. 

პროექტის ფარგლებში, სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდნენ. მათ ბენეფიციარებს ტკბილეული, სურსათი და სხვა ნივთები მიუტანეს. 

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრსულეს და ხანდაზმულებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.        

„რა არის სიკეთე?

სიკეთე არის გზა სრულყოფილებისაკენ. როცა ეხმარები ადამიანს უანგაროდ, სამაგიეროს არ ელი, კაშკაშა მზეა, ღვთისგან ნაბოძები ნიჭია, რომელსაც საზღვარი არ აქვს. სიკეთე შობს სიყვარულს, სიყვარული კი გადაარჩენს კაცობრიობას, რომელსაც ღვთის მადლი დასდევს.

მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი, თეორიულად ნასწავლი  გადაიტანონ პრაქტიკაში. ამის შესაძლებლობას კი სამოქალაქო განათლება იძლევა.

საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებბების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

ამასთან ერთად, უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურუნარ-ჩვევებს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას, ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

მესამე თაობის გეგმის დანიშნულება ისაა, რომ ყოველი გაკვეთილი პრაქტიკასთან იყოს შერწყმული.

2022 წლის 23 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დ. კაზრეთის „ მოხუცთა სახლში“ მოეწყო კაზრეთის  N2 საჯარო სკოლის მეხუთეა კლასის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე  კლასის მოსწავლეთა შეხვედრა. მეხუთეა კლასის ხელმძღვანელმა ნინო მუსხელიშვილმა ორგანიზება გაუწია მოსწაავლეებს. სავანეთის მოსწავლეებს ახლდათ სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ამაია ფატულაევა.

მადლობა სკოლის დირექტორს - ქალბატონ დინარა პირველს, ინგა მიქელაძეს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით პროექტებში.

ლამზირა ოსეფაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების და დ. კაზრეთის N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგია, სწორედ მისი ინიციატივით მოეწყო ეს შეხვედრა.

მეხუთე კლასი საგანში  „ჩვენი საქართველო“ გადიოდა თემას „მოხალისეობა.“ მოსწავლეებმა ნახეს პედაგოგის მიერ მომზადებული მედიარესურსი ამ კონკრეტულ საკითხზე, თუ როგორ გადაჰყავს დუშეთის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს მოსწავლეები ნავით 20 წლის განმავლობაში სკოლამდე, რადგან სახმელეთო გზა არ არის, ნახეს 13 ივნისის მოხალისეობის კადრები და ა. შ  მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიეცათ შემდეგი ტიპის დავალება: აეხსნათ რას ნიშნავს მათვის მოხალისეობა, მოეყვანათ მაგალითები საკუთარი პრაქტიკიდან, პოსტერები გაეკეთებინათ რეკლმის სახით მოხალისეობრივ  მოწოდებაზე.

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს დავალება. ამის შემდეგ ჩაისახა  პროექტის იდეა, სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართვით. ეს იქნებოდა კომბინირებული, ინტეგრირებული პროექტი, სადაც  მოსწავლეები ცოდნას პრაქტიკულადაც  გამოავლენდნენ და შესაძლებლობის რეალიზებასაც მოახდენდნენ.

ორივე სკოლის მოსწავლეებს მოეწონათ იდეა ურთიერთგაცნობის, „მოხუცთა სახლში“ შეხვედრის, სადაც მოსწავლეები  პატარა ღონისძიებას წარადგენდნენ, მოამზადეს ლექსები, ცეკვა, ფანდურზე, სალამურზე სიმღერა.

ფაქტობრივად, პროექტს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, ქართულ-აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეების გაცნობა-დამეგობრება და მოხუცებისთვის საჩუქრების მირთმევა, დღის გალამზება.

სავანეთის სკოლის მოსწავლეებისგან აკრეფილი თანხით ტკბილეული, ნუგბარი, ნამცხვრები, მრავალი საჭირო ნივთი შევიძინეთ, კაზრეთის სკოლის მოსწავლეები ხელდამშვენებულები მოვიდნენ, დაეხარისხებინათ ტკბილეული და ხილი. ზოგ მოსწავლემ თბილი ტანსაცმელი წამოიღო მოხუცებისთვის.

მასპინძლებმა, ბენეფიციარებმა ორგანიზებული დახვედრა მოაწყვეს, ოჯახური იდილია იგრძნობოდა. „მოხუცთა სახლის” დამფუძნებელმა მადონა ყაფლანიშვილმა დიდი პატივით მიიღო სტუმრები. მოხუცები სიტყვით გამოვიდნენ და მადონა ყაფლანიშვილის მიმართ დიდ მადლიერება გამოხატეს.

„მოხუცთა სახლში“ მოსწავლეებმა საჩუქრები, ტკბილეული მაგიდაზე განათავსეს. სიტყვით გამოვიდა ლამზირა ოსეფაშვილი, რომელმაც მოსვლის მისია გააცნო დამსწრე საზოგადოებას. მიულოცა ახალი წელი.ბენეფიციარები - ქალები, მამაკაცები მოსასმენად განეწყვნენ, საოცარი მოლოდინი დაეუფლათ, თვალებიდან სიხარულის ცრემლი სდიოდათ. მოსწავლეები გამოვიდნენ სიტყვით, შემდგომ კი წარადგინეს მომზადებული ნომრები - იცეკვეს, დაუკრეს ფანდურზე, სალამურზე, წაიკითხეს ლექსები.

„მოხუცთა სახლში“ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბენეფიციარებიც იყვნენ, დაუკრეს აზრბაიჯანული მუსიკა, მოსწავლეებმა მოხუცებთან ერთად იცეკვეს, შეიქმნა პოზიტიური გარემო. ეს იყო დაუვიწყარი დღე მოხუცებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის. ადამიანს გაკეთებული ნებისმიერი საქმე ბუმერანგივით უბრუნდება უკან. არ ყოფილა ძნელი სიკეთის გაკეთება, მას არ სჭირდება მიზეზი, მიღები და გამკეთებელი ერთნაირად ბედნიერია. 

წამოსვლისას შთამბეჭდავი იყო მოხუცთა დამშვიდობება, ათასი მადლობა, მომღიმარი სახეები, მათი სიხარულით სავსე ცრემლიანი თვალები, მათგან წამოსული ბედნიერება და მადლი დაუვიწყარი იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც უხილაცი ჯაჭვივით ეწევა სიკეთისკენ. ეს აქტივობა არ იქნება ერთადერთი, სტუმრობის სურვილი კიდევ დიდია.

დიდი მადლობა სკოლის დირექტორს - ქალბატონ  ინგა მიქელაძეს, დინარა პირველს, პედაგოგებს - მადონა ყაფლანიშვილს, ნინო მუსხელიშვილს, ამაია ფატულაევას, კაზრეთის და სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

რა სჭირდება ადამიანის გაბედნიერებას? მონდომება, მეტი არაფერი. სიკეთის მარცვალი ყოველ ადამიანშია, მას გაღვივება სჭირდება, ბავშვეებს როვ ვასწავლით სიკეთის გაკეთებას ამაზე უკეთესი არაფერი არ არსებობს.

მადლობა ყველას თანადგომისთვის.

დაე დაუსრულებელი იყოს ღვთისგან ნაბოძები უნარი. ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს:

„სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა,
სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა“.

სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა  მოეტანოს  შობა ახალი წელს“,- წერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის და დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
როგორ უნდა ნახოთ არის თუ არა დარჩენილი თავისუფალი ადგილები იმ სკოლაში სადაც ბავშვის  პირველ კლასში მიყვანა გსურთ
აკრძალულია ბავშვების მიმართ, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ გარემოში ძალადობა -  ბავშვთა უფლებები
როდის გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი აბიტურიენტებისთვის - naec
ექოლალია ბავშვებში - რას ნიშნავს და რა უნდა ვიცოდეთ
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება - რჩევები მშობლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ
პროექტი განხორციელდა ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. ბავშვებმა სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს
ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
ბოლოს, კი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ყველა ნამუშევარი მათ სადემონსტრაციო კედელზე გააკრეს
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება