სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კონფერენცია გაიმართა
26-12-2022
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები ხშირად ტარდება.

ამჯერად, სკოლაში მასწავლებლების ხათუნა მშვენიერაძის და ნაირა ლეჟავას ხელმძღვანელობით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების - ლაშა ნიბლოშვილის, გიორგი ლაზაშვილის, ელვინ მამედოვის, ანანო ხიზანაშვილის, ლიკა ნოვრუზოვას, მარიამ სკვორცოვას, სალომე ბუჯიაშვილის, დიმიტრი ღვინიაშვილისა და საშა შეთეკაურის მონაწილეობით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში​ კონფერენცია გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა გაშალეს მათთვის საინტერესო თემები: „მარია კიური - გამოჩენილი მეცნიერი და პიონერი რადიოაქტივობის სფეროში“, „ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობა“, „მათემატიკური ფოკუსები“.

სკოლის მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

კონფერენციის მონაწილეები წარდგენილი ნამუშევრებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი ხათუნა მშვენიერეძე გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლებში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოსწავლეების განვითარებისთვის და უნარების
გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება