სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„განათლება უფლებებისათვის“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება 
26-12-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომლის მიზანიც სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება იყო. 

კვლევაში მეორე და მესამე საფეხურის 71 მოსწავლე მონაწილეობდა. ის ისტორიის მასწავლებელმა და სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვემ ფიქრია გიორხელიძემ  ჩაატარა.

შედეგების ანალიზის შემდეგ, დაიგეგმა სასკოლო პროექტი - „განათლება უფლებებისათვის“, რომელსაც სამოქალაქო განათლების კლუბი მომდევნო სამი თვის განმავლობაში განახორციელებს.

პროექტის მიზანია სასკოლო საზოგადოებაში ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მისი თემატიკა ეფუძნება ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის შეხსენას და გააქტიურებას.

შედგა პროექტის პირველი აქტივობა - სამოქალაქო კლუბის შეხვედრა და საუბარი თემაზე - ადამიანის უფლებების კონვენციის კავშირი მდგრადი განვითარების 17 მიზანთან. კლუბის წევრებმა ისაუბრეს გაეროს მდგრადი განვითარების თითოეული მიზნის შესახებ, შემდეგ შეეცადნენ ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში გაჟღერებული უფლებები დაეკავშირებიათ მათთვის.

პრაქტიკული სამართლის და სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენებით, მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანების ინიციატივების შესახებ, რომლებმაც ხელი შეუწყო ამა თუ იმ უფლებისთვის ბრძოლის დაწყებას და შედეგსაც მიაღწიეს.

პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება