სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონკურსი - „ჩანახატი“ გაიმართა
23-12-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ქამადაძემ შიდასასკოლო კონკურსი-  „ჩანახატი“ მოაწყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

თითოეულ მოსწავლეს წერილობითი ჩანახატი უნდა შეექმნა, სადაც თავიანთი შინაგანი სამყარო გამოჩნდებოდა. კონკურსი უდიდესი წარმატებით წარიმარტა, რადგან  მოსწავლეებიც აღფრთოვანებული დარჩნენ საკუთარი ნაშრომებით. დანარჩენების ნაშრომები ისევ მოსწავლეებმა შეაფასეს, მათ ჟიურის როლი წარმატებით მოირგეს.

მათ სხვადასხვა ნომინაცია შექმნეს. მოსწავლეთა შრომის დასაფასებლად, მასწავლებელმა, დირექციასთან შეთანხმებითა და დირექტორის მხარდაჭერით, სერტიფიკატები გადასცა. 

„ბავშვებისთვის მხატვრული აზროვნების განვითარება და მათში მწერლური ნიჭის გაღვიძება ერთგვარი მისიაა მასწავლებლებისთვის. თითოეულ მოსწავლეში იმალება ნიჭი და პოტენციალი შემოქმედებისა. სწორედ ამ პოტენციალის აღმოჩენისა და გაზრდის მიზნით ხულოს რაიონის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ქამადაძემ, რომელიც სხვადსხვა აქტივობებით ტვირთავს საგაკვეთილო პროცეს, მოაწყო შიდა სასკოლო კონკურსი სახელად „ჩანახატი“,- აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა ერთ-ერთიმოსწავლის, ლიზი სურმანიძის ჩანახატს გვიზიარებს. 
 
„წვიმს ... ცა ტირის ... შეიძლება სიხარულის ცრემლებია. იმ სიხარულის ადამიანებს რომ შეახვედრებს ერთმანეთთან. ვინ იცის ... წვიმას ქარიც ემატება. გარშემო ყველაფერი ახმაურდა, შევკრთი. ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს დედამიწა გაჩერდა ... სითბო ვიგრძენი გულში, რომელიც მთელ სხეულს მოედო და მაშინ მივხდი, რომ ახლოს იყავი, ძალიან ახლოს ... ვებრძვი საკუთარ თავს, მაგრამ მაინც ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები ფანჯარას. დაორთქლილ მინას აკანკალებული ხელით ვწმენდ, თან მეშინია იქ რომ არ დამხვდე. თუმცა შენ აქ ხარ, ჩემთან, ასე ახლოს. შენს სახეს შევცქერი ტკივილისა და ემოციებისგან დაცლილს. იქნებ შენც ასე ძალიან გინდა ჩემთან შეხვედრა ან იქნებ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა. მე გგრძნობ ძლიერ, რადგან მინდა, რომ ასე იყოს ... მინდა, რომ შენც ისე მძლავრად გინდოდეს ჩემთან შეხვედრა, როგორც მე. თვალები დავხუჭე ... ბედნიერება და უბედურება ერთნაირად მოვიდა ჩემთან. აღარ წვიმს ... ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, თითქოს არც უწვიმია, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორც იწვიმა ... იწვიმა გრძნობებმა, განცდებმა და შენთან შეხვედრის სურვილმა უფრო და უფრო იმატა. გრძნობები ისევ მიიმალნენ, მაგრამ აღარ ვდარდობ. ისევ გაწვიმდება და ისევ დამეუფლება ის განცდა, რომელიც შენ მაჩუქე... გაწვიმდა...“,- X კლასის მოსწავლე ლიზი სურმანიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება