სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნება მათემატიკის ენით ლაპარაკობს“- თელავის N5 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
23-12-2022
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრამ კლასგარეშე მათემატიკური ღონისძიება „ბუნება მათემატიკის ენით ლაპარაკობს... სესია პირველი“ გამართა. 

ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის ადმინისტრაცია, მათემატიკის კათედრის გამგე, მარიამ ზაქარიაშვილი იყო. 
ის ორ ნაწილად წარიმართა. 

პირველ ნაწილში შემდეგი STEAM ტიპის კომპლექსური პროექტების გამოფენა გაიმართა: 

მარიამ ზაქარიაშვილი - V კლასი - „საბავშვო ბაღის მოწყობა, პირობითი ნიშნებისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით“;
ინგა ბიძინაშვილი - III კლასი - „გეომეტრიული ფიგურები ჩვენს გარშემო“.

მეორე ნაწილში მათემატიკის სფეროში კლასგარეშე საინტერესო ინფორმაციები წარადგინეს:

თინათინ გივიშვილი - IV კლასი.
ნინო ვაყელიშვილი - VIII კლასი.

ღონისძიება სკოლის ადმინისტრაციამ, დამსწრე საზოგადოებამ, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს.
 
სკოლის დირექტორმა ლია ლეშკაშელმა, დირექტორის მოადგილემ ნათია თათულიშვილმა აღნიშნეს, რომ ასეთი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში, ხელს უწყობს მოსწავლეთა მათემატიკური განათლების, მათემატიკური ცნობიერების, მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებას, რაც საბოლოოდ განაპირობებს ცოდნის მაღალ ხარისხს.

ღონიძიების დასასრულს, გამოითქვა მოსაზრება, მათემატიკური შეხვედრები იქცეს ტრადიციად და გაგრძელდეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება