სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის შემოქმედებას ლიტერატურული საღამო მიეძღვნა
23-12-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ინტერესებზე მაქსიამლურად მორგებული გარემოა შექმნილი. პროფესიონალი პედაგოგები მათ სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამო პოეტ ანა კალანდაძის შემოქმედებას მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ლექსები წაიკითხეს, ასევე პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებზე ისაუბრეს. აქტივობების მიზანი მოსწავლეებისთვის წიგნის უფრო მეტად შეყვარება, მოტივაციის ამაღლება და სასკოლო ღონისძიებებსა თუ ლიტერატურულ საღამოები კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა იყო.

ღონისძიებამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“,- გოდერძი ჩოხელი. „სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს“- ციცერონი. ეს და სხვა უამრავი ბრძნული გამონათქვამი ამშვენებს ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკის კედლებს, რაც კიდევ უფრო მეტად აინტერესებს და იზიდავს მკითხველს ამ ჯადოსნური ოთახისაკენ. აქ ბიბლიოთეკარი, ქალბატონი მანანა ცეცხლაძე, მუდამ დიდი სიყვარულით ელოდება თავის საყვარელ მკითხველს. ასაკისა და სურვილის მიხედვით, ეხმარება მოსწავლეებს საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში. ხშირად აწყობს საინტერესო ღონისძიებებს, კონკურსებსა და წიგნის განხილვებს“.

მადლობა, ბავშვებს ასეთი ენთუზიაზმისათვის, მადლობა ბიბლიოთეკარს - ქალბატონ მანანა ცეცხლაძეს, ბიბლიოთეკაში მოსწავლეების აქტიურად ჩართულობისათვის, მადლობა კლასის ხელმძღვანელს - ირმა ბერიძეს, სადამრიგებლო კლასის აქტიურად მართვისათვის და მადლობა საგნის მასწავლებელს ნაზი ტაკიძეს, მოსწავლეებში ქართული ლიტერატურის უსაზღვრო სიყვარულის ჩანერგვისათვის. უამრავი წარმატება ქალბატონო მანანა თქვენს აქტიურ მკითხველებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება