სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გილოცავთ „ფარნავაზელებო“ კიდევ ერთ აღიარებას“ - საერო სკოლა „ფარნავაზმა“ მადლობის წერილი მიიღო
22-12-2022
-
+


ქობულეთის საერო სკოლაში „ფარნავაზი“ პროფესიონალ პედაგოგთა პრიორიტეტი მოსწავლეთა წინსვლა, მოტივირება და განვითარებაა. ისინი ამისთვის სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. 

ამ ყველაფერის შედეგი კი ყოველდღიურად ჩანს, მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და სწავლის წყურვილით გამოირჩევიან. 

ამჯერად, სკოლამ ყოფილი მოსწავლის - რეზი საფარიძის მშობლებისგან მადლობის წერილი მიიღო. ის ახლა სწავლას ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში აგრძელებს, სადაც მოსწავლეს ძალიან კარგი შედეგი აქვს. 

„რეზის მართლა კარგი შედეგები აქვს სკოლაში, და მადლობა თქვენ ამ შედეგისთვის. რეზის სკოლა ახასიათებს პოზიტიური დამოკიდებულებით სხვებთან, მითითებებს მიყვება სწორად და სასიამოვნოა რომ გვყავხარ კლასშიო“,- ვკითხულობთ მადლობის წერილში. 

„ფარნავაზში“ რეზი საფარიძის შედეგებითა და მადლობის წერილით ძალიან გაიხარეს. 

„მადლობა ამ წერილისთვის... გაგვახარა შენმა შედეგებმა რეზი, აქაც გამორჩეული მოსწავლე იყავი - ნიჭიერი, მოწესრიგებული, ურთიერთობებში განსაკუთრებულად თბილი.. გული დაგვწყდა, როცა გავიგეთ თქვენი ემიგრაცია, თუმცა მიღებულმა წერილმა გაგვხარა...
ძალიან მაღალი შეფასებაა „ფარნავაზის“ პედაგოგთა შრომის შედეგის, პროგრამების სწორად დაგეგმვა განხორციელების, სკოლის მისიის სწორად განსაზღვრის და რაოდენ სასიხარულოა, როცა ქართულენოვანი სკოლიდან ინგლისურად აგრძელებ სწავლას და თანაც საუკეთესო შედეგებით ისე, რომ კლასით წინსწრებას გთავაზობენ.

„ფარანავაზისთვის“ ეს შედეგი არახალია, გვახსოვს ზურა მურვანიძის, იაკობ ჯიჯავაძის, დავით მოსიძის, თორნიკე ართმელაძის, ანნა შევარდნაძის შედეგები „ფრანავაზის“ სკოლიდან ლონდონში სწავლისას.

გილოცავთ,  „ფარნავაზელებო“ კიდევ ერთ აღიარებას, ამჟამად, ამერიკული სკოლიდან. მადლობა, რეზი საფარიძეს, მშობლებს მადლიერებისთვის. წარმატებები მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება