სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს
22-12-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. 

Iგ კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაციები თემაზე - გონიერი რობოტუნები  „რობი და ბოტი“.

კომპლექსური დავალება პირველკლასელებს მათემატიკის მასწავლებელმა, მანანა წულაია შესთავაზა, Iგ კლასის დამრიგებელი კი 
იზა შავგულიძე გახლავთ. 

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები - გამოკლება, რამდენით მეტია? რამდენით ნაკლებია? 5-მდე შევსება,10-მდე შევსება.

მოსწავლეებმა გაიაზრეს თუ რა მოქმედებას ასრულებს რობი და ბოტი შედეგის მისაღებად და რა რაოდენობის ბურთები უნდა ჩავარდეს, რომ ყოველთვის გაზარდონ ან შეამცირონ მოცემული რაოდენობა.  ასევე, მათ საკუთარი ხელით შექმნილი ჭკვიანი სათამაშოებიც წარმოადგინეს და სახელი დაარქვეს, მათემატიკური თამაშიც თავად მოიფიქრეს, რომლის მეშვეობითაც მეგობრებთან ერთად, ითამაშეს კიდეც.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან გაკვეთილის მიზანი მიღწეულია, ბავშვებმა, 10-ის ფარგლებში რიცხვების და რაოდენობის ამოცნობა შეძლეს და მათ შორის კავშირი დაინახეს. შეკრება, გამოკლება, რიცხვების ტოლობა, მეტობა- ნაკლებობა ცნებების სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება, მიმატება-გაზრდა, გამოკლება-შემცირება. დავალების მთავარი მიზანი, სწორედ, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით უნარების გამოვლენა იყო, რასაც მიაღწიეს.

„მთელი გაკვეთილი სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეთა მოტივაცია მაღალი იყო, მასწავლებლების უკუკავშირი კი მიზნობრივი და პოზიტიური“, - გვეუბნებიან სკოლაში.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და Iგ კლასის მშობელთა კომიტეტის წევრები, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ სწორედ თამაშის ელემენტებით ჩატარებული გაკვეთილები არის მოსწავლეებისთვის სასიამოვნო და სახალისო. ხოლო ამ გზით მიღებული ცოდნა კი უფრო ხარისხიანია.

„ეს ბავშვები არიან ყოჩაღები ყოჩაღი სკოლიდან“, - ასე აფასებენ მშობელთა კომიტეტის წევრები ბავშვებს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური დავალებები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის  და უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ახალ ინფორმაციას მეტად საინტერესოდ ეცნობიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება