სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N31 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბი ჩამოყალიბდა
21-12-2022
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლაში მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებისთვის აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, 19 დეკემბერს, სკოლაში, ლიტერატურული კლუბი და ლიტერატურული კლუბის ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომლის წევრებიც მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები არიან. ბიბლიოთეკა კი გამომცემლობის „ინტელექტი“, „არტანუჯი“ , „პალიტრა L“ და „სულაკაურის გამოცმემლობა“ მხარდაჭერით შეიქმნა.

სკოლაში ლიტერატურული კლუბის არსებობის უმთავრეს მიზანს მკითხველი საზოგადეობის გაზრდა და წიგნიერების დონის ამაღლება წარმოადგენს.

როგორც სკოლაში ამბობენ, ლიტ-კლუბი, ექსკლუზიურად, მხოლოდ „მკითხველი“ მოსწავლეებისთვის არ არის შექმნილი.
ის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს აერთიანებს და ზოგადი ლიტერატურული პროცესების ახსნის, წაკითხულის გაზიარებისა და პრობლემებზე სადისკუსიო სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს.

კლუბისა და ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაც მთავარი მიზნიდან გამომდინარე დაიგეგმა და ლიტერატურას, კითხვასა და წიგნიერებას მიეძღვნა. ასევე პარალელურ  რეჟიმში რამდენიმე, საინტერესო აქტივობა გაიმართა, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო.

„საზეიმო განწყობის შესაბამისად მორთულ და გაფორმებულ სკოლის ბიბლიოთეკაში მეოთხე, მეხუთე, მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებს ხმამაღლა წავუკითხეთ წიგნები და ვიმსჯელეთ ავტორების, პერსონაჟებისა და თხრობის თავისებურებების შესახებ“,- გვიყვებიან სკოლაში.

პარალელურად, კლუბის წევრი უფროსკლასელები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით შერჩეული წიგნებით ყველა კლასს ესტუმრნენ. აქტივობამ „უფროსები ვუკითხავთ უმცროსებს“ ყველა საკლასო ოთახი მოიცვა.

ღონისძიების მეორე ნაწილში, XI კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ მჭედლიძემ, კლუბის რუბრიკის - „რასაც დღეს ვკითხულობ“ ფარგლებში. პრეზნეტაცია -  „ნიცშე და ნიცშეანური ფილოსოფია“ წარადგინა, რომელსაც უფროსკლასელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. დასკვნითი ღონისძიების სახით კი ლევან ბერძენიშვილის ლექციის - „მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობის” ჩანაწერის ჩვენება გაიმართა. სკოლის საზოგადოებამ დრო ნაყოფირად და საინტერესოდ გაატარა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება