| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი გაკვეთილი მოეწყო.
მათემატიკის მასწავლებელმა მერი პაპიძემ მეხუთეკლასელებს გაკვეთილი ჩაის ფაბრიკაში ჩაუტარა.
გაკვეთილის მიზანი იყო მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ფაბრიკის ინვენტარი და აპარატები და საკმაოდ საინტერესო კითხვები დაუსვეს ჩაის ფაბრიკის წარმომადგენელ რეზო ლაბაძეს არა მხოლოდ სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, არამედ ბიზნესის განვითარებასთან, მუშახელის ანაზღაურებასთან და პროდუქციის რეალიზაციის არეალთან დაკავშირებით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეხუთეკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს აპარატების მუშაობაში და უზომოდ კმაყოფილებმა, პროდუქციით დასაჩუქრებულებმა დატოვეს ფაბრიკის ტერიტორია.
შემეცნებითი ვიზიტის შემდეგ კი მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ამოხსნეს საკითხთან დაკავშირებით შედგენილი ამოცანები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას