სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა
20-12-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანაბასისელებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს:

• ვიდეოფილმის ჩვენება/განხილვა;
• პრეზენტაცია: „ადამიანის უფლებების იდეა და წყარო“;
• როლური თამაში: „ჩვენ ვქმნით კანონებს“;
• იმიტირებული გაეროს სხდომა -  „ჩვენ  გაეროში“;
• დისკუსია: „უფლებების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია“;
• ესეების კონკურსი: მინდა ვიყო ტოლერანტი.

„ანაბასისელებმა“ საინტერესოდ ისაუბრეს უფლებების მნიშვნელობაზე და მათი დაცვის აუცილებლობაზე. მათ განმარტეს,  რომ უხსოვარი დროიდან, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა სახელმწიფო და სამართალი, ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მისაღწევად სხვადასხვა წესებზე თანხმდებოდნენ, იცნობდნენ ამ წესებს, რომლებიც ხშირად დაწერილიც არ იყო და საყოველთაო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მათ დაცვას ცდილობდნენ.

მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომელთა წინაშე დღეს მთელი მსოფლიო დგას.

„ანაბასისელ“ მოსწავლეებს კარგად აქვთ გააზრებული გაეროს გენერალური მდივნის  პან გი მუნის სიტყვები:

„ჩვენი ვალია, უზრუნველვყოთ ამ უფლებათა რეალიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში და დავრწმუნდეთ, რომ მათ შესახებ ცოდნა, მათი გაგება და გამოყენება ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასათვის. ხშირ შემთხვევაში დეკლარაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობა უფრო მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისი უფლებებიც მწვავედ ილახება – მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ეს დოკუმენტი და რომ ის არსებობს მათთვის“.

სკოლაში განხორციელებული აქტივობების ძირითადი მიზანი სწორედ დეკლარაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურებოდა.

კვირეული დასრულდა „ანაბასისელთა“ მოწოდებებით - მათ „გაეროს ტრიბუნიდან“ მსოფლიოს ხალხს მშვიდობის შენარჩუნებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.

პროექტს პედაგოგები - ქეთევან ედიბერიძე და თეა სამხარაძე ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება