სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს ბიომრავალფეროვნება“- თბილისის N136 სკოლის მე-9 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
20-12-2022
-
+


თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-9ა კლასში საინტერესო სასწავლო პროექტი - „საქართველოს ბიომრავალფეროვნება“ განხორციელდა. 

მისი ხელმძღვანელი გეოგრაფიის მასწავლებელი ირმა რამიშვილი იყო. 

პროექტი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა და მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. 

I ეტაპზე მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სადაც დაათვალირეს ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მინერალები, ქანები, ნამარხ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა, უმაღლესი და უმდაბლესი მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები, კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ენდემები, რელიქტები, გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები, რამაც სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნა მოსწავლეებს საქართველოს და,ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორისა და ფაუნის ევოლუციური განვითარების შესახებ.

II ეტაპზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ინტერნეტგვერდებზე მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ. შეისწავლეს საქართველოს დაცულ ტერიტორიებში არსებული უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობები.

III ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებისა და ორგანიზების შემდეგ, შექმნეს ელექტრონული პრეზენტაცია პროგრამა PowerPoint-ში, დაწერეს მოხსენება და გააკეთეს პრეზენტაცია. თავიანთ მოხსენებებში მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს გარემოსადმი მზრუნველ დამოკიდებულებასა და მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის გააზრებაზე მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, შეაფასეს გარემოზე ადამიანის საქმიანობის (ანთროპოგენური ზემოქმედების) შედეგებიც.

პროექტის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში, ასევე მედიაწიგნიერებისა და პრეზენტაციის უნარების გამომუშავება, რაც წარმატებით მიიღწა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება